საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის მესამე კურსის სტუდენტების, მარიამ ცუხიშვილის, მარიამ გულიაშვილისა და ნინო ხუბიეროვის მიერ ორგანიზებული პროექტი - “IBSU მაღალმთიანი რეგიონებისთვის” წარმატებით დასრულდა. სტუდენტები შეხვდნენ დუშეთისა და საჩხერის რეგიონის სკოლებში 200-მდე მოსწავლეს და გააცნეს IBSU-ს საბაკალავრო პროგრამები, დაფინანსების შესაძლებლობები და სტუდენტური აქტივობები.
IBSU-ს კარიერის დაგეგმვის სამსახურის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის "დასაქმების ფორუმი 2023" გაიმართა, რომელსაც 30-მდე კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელი დაესწრო. ფორუმის მონაწილე კურსდამთავრებულები და სტუდენტები შეხვდნენ სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს და გაეცნენ შემოთავაზებულ ვაკანსიებსა და სტაჟირების...
IBSU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ეკა დევიძე ტურიზმის პროგრამის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობს ონლაინ პროექტში „ამბის თხრობა კულტურული მემკვიდრეობის გაძლიერებისთვის.“ პროექტის მიზანია საქართველოს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გამოკვლევა, სადაც...
IBSU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ეკა დევიძე ფლორენციაში გამართულ სიმპოზიუმს დაესწრო, რომელიც მიეძღვნა თემას "კულტურული მარშრუტები, როგორც ტერიტორიასთან, გარემოსთან და თემებთან დიალოგის რესურსი.“
IBSU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ეკა დევიძე, მოწვეული ლექტორები ციცი ჯანგიძე და ნინო დევიძე, ტურიზმის პროგრამის სტუდენტებთან ერთად, ფლორენციაში გამართულ ჰიბრიდულ კონფერენციას დაესწრნენ თემაზე „გონება-სხეულისა და მენტალური ჯანმრთელობის ინტეგრაცია.“
IBSU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ეკა დევიძე და მოწვეული ნინო დევიძე, სასწავლო ვიზიტით ფლორენციის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის სკოლას ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში, ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორმა, ელენა პირანიმ IBSU-ს წარმომადგენლებს უნივერსიტეტის...
IBSU-მ გაზაფხულის სეზონის ბოლო კამპუს ტურზე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლის აბიტურიენტებს უმასპინძლა. პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ შოშიაშვილმა მოსწავლეებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, გრანტები, შეღავათები და შეთავაზებები გააცნო. უნივერსიტეტის მარკეტერებმა კი აბიტურიენტებს IBSU-ს კამპუსი დაათვალიერებინეს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ორგანიზებით ჩატარდა მე-13 საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე. ვრცლად: 1tv.ge
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ორგანიზებით განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე მე-13 საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია ჩატარდა. ვრცლად: www.interpressnews.ge