ადიტია პარაშარი ორმაგი ხარისხის პროგრამის სტუდენტი
ჩემი სახელია ადიტია პარაშარი, ვარ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის სტუდენტი Westsächsische Hochschule Zwickau-დან, ამჟამად კი გაცვლით სემესტრს ვატარებ იბსუ-ში, . ჩემი პირველი შთაბეჭდილება IBSU-ზე იყო შესანიშნავი – სასწავლო პროცესი ძალიან საინტერესოა, ხოლო საგნები ღირებული და მომავალ კარიერაში გამოსადეგი. საღამოს ლექციებზე ადაპტირება ჩემთვის უნიკალური ცვლილება იყო. სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელ სტუდენტებთან ურთიერთობამ გააუმჯობესა ჩემი კულტურული გაგება და კომუნიკაციის უნარები. კეთილი პროფესორებისა და დამხმარე პერსონალის წყალობით, სერიოზული სირთულეები არ მქონია. მეგობრობები, კულტურული გამოცდილება და ცოდნა, რომელსაც აქ ვიღებ, IBSU-ში გატარებულ დროს ჩემთვის მართლაც ფასდაუდებელს ხდის.
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სტაჟიორი მარიამ ბადაგაძე