სტუდენტური გამოცდილება
- მთავარი
- /
- სტუდენტური გამოცდილება
- /
- ლუკა ოსიაშვილი კომპიუტერული მეცნიერებისა და...
ლუკა ოსიაშვილი კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის სტუდენტი, მონაწილეობა მიიღო The HTW Dresden-ის Erasmus+ გაცვლის პროგრამაში.
გერმანიის ქალაქ დრეზდენში Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა ჩემთვის დიდი პატივია. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (IBSU) და დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტს (HTW Dresden) შორის პარტნიორობის შედეგად, მქონდა საშუალება ერთი სემესტრი მესწავლა საქსონიის დედაქალაქში.
გერმანიასა და, მათ შორის, ევროპაში ერთ-ერთ მოწინავე უნივერსიტეტში სწავლის საშუალება ერთ-ერთია იმ ფასდაუდებელ შესაძლებლობათაგან, რისი საშუალებაც მე IBSU-მ მომცა. უნივერსიტეტის, განსაკუთრებით კი საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მხარდაჭერით, მე არა მხოლოდ უზრუნველვყავი ჩემი აკადემიური და პიროვნული განვითარება, არამედ უდიდესი ოცნებაც ავისრულე. მათი მხარდაჭერის წყალობით, გამიმართლა, გამომეცადა ცხოვრება, როგორც Erasmus+ გაცვლით სტუდენტს.
HTW Dresden-ში მქონდა პრივილეგია მემუშავა უაღრესად კვალიფიციურ ლექტორებთან და პროფესორებთან ერთად. მათი მხარდაჭერა ჩემთვის გადამწყვეტი იყო სწავლის, ცხოვრების თუ სხვა ეტაპებში აქტიურად ჩასართავად და ახალ გარემოსთან შესაჩვევად. პირადად
ჩემთვის, მათთან პრაქტიკული მუშაობით მიღებულ შედეგთაგან ყველაზე მნიშვენელოვანი მრავალი აკადემიური, პიროვნული თუ პროფესიული მახასიათებლის გადაფასება და მათზე ახალი შეხედულებების ჩამოყალიბებაა, რაც შეიძლება ბევრისთვის უმნიშვნელო იყოს, თუმცა თვითგაუმჯობესებისთვის აუცილებელი წინაპირობებია. მიხარია, რომ ის გამოცდილებაც კი, რომელიც ამ მოკლე პერიოდში შევიძინე, უკვე მეხმარება ახალი თემების თუ პრაქტიკული სამუშაო პროცესის ბევრად უკეთ აღქმასა და გააზრებაში და მოუთმენლად ველი მათ გამოყენებას თუ დანერგვას საქართველოში, განსაკუთრებით კი IBSU-ში.
საბოლოო ჯამში, ვთვლი, რომ Erasmus+ გაცვლითი პროგრამები და ეს კონკრეტულიც კი, განსაკუთრებით წამახალისებელი და მომგებიანია სტუდენტებისთვის საკუთარი თავის უკეთ აღმოსაჩენად აკადემიურ თუ პროფესიულ პროცესებში. მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, რომ, თუნდაც რუტინული ცხოვრება, განსხვავებულ ჭრილში აღიქვან, უფრო დაახლოვდნენ ევროპულ საგანმანათლებლო სისტემასთან და გამოცადონ ის და შემდგომ უკვე საკუთარი თავი, ეს ყოველივე კი საქართველოში საუკეთესო ფორმით გადმოიტანონ. ამასთან, დიდი ხნით სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებთან ერთად ცხოვრება, ადამიანის თვალსაწიერს და მსოფლმხედველობას კიდევ უფრო აფართოებს.
პირადად ჩემთვის, გერმანიაში გატარებული პერიოდი ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებად დარჩება. გაცვლით პროგრამაში მონაწილების მიღება ნებისმიერი ადამიანისთვის განსაკუთრებული შესაძლებლობაა, არა მხოლოდ აკადემიური თუ პროფესიული განვითარებისთვის, ასევე პიროვნული და მოქალაქეობრივი ზრდისთვისაც. უაღრესად მადლიერი ვარ ამ გამოცდილებისთვის და სხვებსაც ვურჩევ, მსგავსი შესაძლებლობების აქტიურად გამოყენებას.