სტუდენტური გამოცდილება
- მთავარი
- /
- სტუდენტური გამოცდილება
- /
- ლუკა რაქვიაშვილი კომპიუტერული მეცნიერებისა და...
ლუკა რაქვიაშვილი კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის სტუდენტი მონაწილეობს HTW Dresden-ის გაცვლით პროგრამაში
მე ვარ ლუკა რაქვიაშვილი, ინგლისურენოვანი სექტორის კომპიუტერული მეცნიერებების უფროსკურსელი. გასულ სემესტრში დრესდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (HTW Dresden) წარმომადგენლები ესტუმრნენ IBSU-ს და ჩაატარეს პრეზენტაციები თავიანთი უნივერსიტეტის შესახებ, ასევე იმ პროგრამებზე, რომლებსაც ისინი ეუფლებიან. პრეზენტაციის შემდეგ შესაძლებლობა მოგვეცა კითხვები დაგვესვა. იმდენად აღფრთოვანებული დავრჩი მათი უნივერსიტეტის განვითარებულობით, რომ მაშინვე ვკითხე, როგორ შემეძლო გაცვლითი სტუდენტის სტატუსით HTW Dresden-ში ჩარიცხვა. IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობათა ოფისისა და HTW Dresden-ის დელეგაციის წარმომადგენლები ძალიან დამეხმარნენ და დეტალურად ამიხსნეს, როგორ უნდა გამევლო განაცხადის პროცესი.
რამდენიმე მომზადების შემდეგ, აი, მეც დრესდენში ვარ. პირველად უცხო ქვეყანაში გამგზავრება სრულიად ახალი გამოცდილებაა. აეროპორტში გზააბნევა და საცხოვრებელ ადგილამდე მისასვლელად წრეების დარტყმა გაცვლითი სტუდენტებისთვის აუცილებელი რიტუალია. პირველი რამდენიმე დღე იმას ჰგავდა, თითქოს ქაღალდებში ცოცხლად ვიყავი დამარხული – იმდენი საბუთი იყო შესავსები. საბედნიეროდ, პირველი კვირის ბოლოს ყველაფერი დასრულდა და შეგიძლია ახალი მეგობრებზე და უნივერსიტეტზე ფოკუსირება.
HTW Dresden საოცარი უნივერსიტეტია. სტუდენტები, ადმინისტრაცია და პროფესორები ძალიან მეგობრულები და კომუნიკაბელურები არიან. თვითონ შენობაც კი კომფორტის შეგრძნებას გიქმნის. ლექციები აქ 3 საათს გრძელდება, მაგრამ მთავარი განსხვავება ისაა, რომ გერმანული უნივერსიტეტები 07:30-ზე იწყებენ ლექციებს… ამას შეგუება სჭირდება, მაგრამ თუ საუკუნეების განმავლობაში გამოწვევებს გადალახვას ქართველი ხალხი რამეს ისწავლიდა, ეს ახალი გარემოს ადაპტაცია იქნებოდა. მოუთმენლად ველი მომავალს და მაინტერესებს, რა საოცრებებს მომიტანს HTW Dresden და გერმანია.