მერსედე ღუპაეი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტია.
შესაბამისი მახასიათებლების მქონე სწორი უნივერსიტეტის არჩევა ჩემთვის საინტერესო და ამასთანავე, სტრესულიც იყო, მაგრამ კონსულტაციებამდე მე უკვე ნამყოფი ვიყავი შზსუ-ში და მაშინვე ვიპოვე აქ ის, რასაც ვეძებდი.
პანდემიის შემდეგ IBSU-ში მოსვლა ეს იყო საზოგადოებაში კვლავ დაბრუნების ერთგვარი ფორმა. უნივერსიტეტმა უზრუნველყო კეთილგანწყობილი გარემო, სადაც შევძელი ხელახლა დავკავშირებოდი ადამიანებს და აღმედგინა ერთობის გრძნობა. თავისთავად გამამხნევებელი იყო ისეთ გარემოში შესვლა, რომელიც აფასებს მრავალფეროვნებას მისი ნებისმიერი გამოვლინებით, იქნება ეს ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობ, თუ საგნები, რომლებსაც სწავლობ, ასევე მრავალი სახის კლუბები და აქტივობები, რასაც ადგილი აქვს საუნივერსიტეტო ცხოვრების ფარგლებში.
ჩემი სტუდენტური გამოცდილების ერთ-ერთი დამამახსოვრებელი მომენტი კი უნივერსიტეტის ბრწყინვალე პროფესურაა. მათმა მხარდაჭერამ გამიადვილა ადაპტაცია და თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში.
ყველა ასპექტში, შზსუ არის ზრდის, სწავლისა და სოციალიზაციის სივრცე. მადლობელი ვარ იმ სოციალური კონტაქტებისთვის, რომელიც აქ შევიძინე, მენტორებისთვის, რომლებიც ვიპოვე და იმ შესაძლებლობებისთვის, რომლებიც აყალიბებენ ჩემს აკადემიურ და პირად ცხოვრებას.