ნატო მამადაშვილი განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სტუდენტი მონაწილეობს Eötvös Loránd University-ის Erasmus+გაცვლით პროგრამაში.

მე ვარ ნატო, იბსუ-ს ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი და ამჟამად ვსწავლობ Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბუდაპეშტში, უნგრეთში, ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტში.

Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა ნამდვილად გარდამტეხი გამოცდილებაა ჩემთვის. შინ, იბსუ-ში, ჩემი საგნები ძირითადად მასწავლებელთა მომზადების პროგრამის თეორიულ საფუძვლებს ეხებოდა. აქ კი პრაქტიკული კურსების გავლის საშუალება მომეცა, რაც დამეხმარა ჩემი ცოდნის რეალურ გარემოში გამოყენებაში და იმის დანახვაში, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი პრაქტიკაში.

ჩემთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ორენოვან (უნგრულ-ინგლისურ) სკოლასა და საბავშვო ბაღში სტაჟირების გავლა, სადაც რამდენიმე კვირის მანძილზე შესაძლებლობა მქონდა არამხოლოდ დავკვირვებოდი სასწავლო პროცესს, არამედ მე თავადაც მომერგო მასწავლებლის როლი. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული, საპასუხისმგებლო და ამავდროულად ღირებული გამოცდილება ჩემი პიროვნული და კარიერული ზრდისთვის.

ბუდაპეშტი ნამდვილი საოცრებების ქალაქია — აქ ყოველ ნაბიჯზე რაღაც ახალს და გამორჩეულს აღმოაჩენ. Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვდი და მათი კულტურის უკეთ გაცნობაც შევძელი. პროფესორები და ადგილობრივი სტუდენტები ძალიან მეგობრულები არიან და მზად არიან ყველაფერში დაგეხმარონ. ლიტერატურის კურსები მთელი ამ გამოცდილების ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ნაწილია, რადგან ისინი საოცრად შთამაგონებელი და საინტერესოა. დიდ მადლობას ვუხდი იბსუ-ს ასეთი შესაძლებლობისთვის. ის თეორიული საფუძველი, რაც ჩემმა ლექტორებმა მომცეს, აქ ძალიან დამეხმარა. ასევე მადლობას ვუხდი საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტს , რომლებიც  ყოველ ნაბიჯზე ჩემთან ერთად იყვნენ და ეს გამოცდილება დაუვიწყარი გახადეს.