Juan David Ramirez Andrade is an International Student at International Black Sea University

სწავლობ საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამაზე. მე ავირჩიე იბსუ, რადგან ძალიან მომეწონა სასწავლო პროგრამა, უნივერსიტეტის შესახებ კი საქართველოში ინგლისური ენის პროგრამების   ძიებისას შევიტყვე. საქართველოს შესახებ  ინფორმაცია არ მქონდა, უბრალოდ გადავწყვიტე, მოვლენებს დავლოდებოდი!

ცივი ამინდი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიურპრიზი იყო ჩემთვის! მაგრამ საზღვარგარეთ სწავლისა და ცხოვრების განმავლობაში,  გამიუმჯობესდა  უნარები ქალაქის შესწავლისა და ადამიანებთან კომუნიკაციის დროს, მაშინაც კი, როცა ენობრივი ბარიერია. ეს იყო თვალისმომჭრელი გამოცდილება და საქართველოში გატარებულმა დრომ გააფართოვა ჩემი მსოფლმხედველობა. მშვენიერია აქ ცხოვრების გამოცდილება.

რაც შეეხება იბსუ-ს, ძალიან მომწონს კამპუსი – მყუდროა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი არ არის. საერთაშორისო ურთიერთობების  დეპარტამენტი საოცარი იყო და მე ნამდვილად მადლობელი ვარ მათი მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით მიღების პროცესში. ჯერ არ გადამიწყვეტია ჩემი საყვარელი ადგილი კამპუსში, მაგრამ მთლიანობაში, ეს მართლაც კარგი ადგილია. რაც შეეხება  ჩემ კურსლებეს  ისინი მართლაც მეგობრულები არიან.

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სტაჟიორი  ფაიკ რამაზანოვი