ლიკა შველიძე | ლუბლინის საწარმოთა და ადმინისტრირების უნივერსიტეტის კოლეჯი
გაიცანით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ლიკა შველიძე, რომელმაც გაცვლითი პროგრამით პოლონეთში ისწავლა. “#Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მქონდა შესაძლებლობა გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში მესწავლა პოლონეთში, კერძოდ, ლუბლინის უნივერსიტეტში (WSPA).
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობამ ჩემს აკადემიურ ცხოვრებაში მართლაც გარდამტეხი როლი ითამაშა. ამ გამოცდილებამ არა მხოლოდ გამიღრმავა არსებული ცოდნა და გამიფართოვა მსოფლმხედველობა, არამედ დიდი წვლილიც შეიტანა ჩემს პიროვნულსა თუ პროფესიულ ზრდაში. უცხო ქვეყანაში სწავლა დამეხმარა დამეტოვებინა ჩემი კომფორტის ზონა და სწრაფად მოვრგებოდი ახალ გარემოს. გარდა ამისა, იქ ყოფნის დროს შევიძინე მნიშვნელოვანი ადამიანები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე იქნებიან ჩემი მეგზურნი.
მინდა, მადლობა გადავუხადო IBSU-ს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტსა და ჩემს სკოლას ამ შესაძლებლობისთვის. მადლობელი ვარ, რომ მერგო პატივი ვყოფილიყავი IBSU-ს წარმომადგენელი საზღვარგარეთ და უკან დავბრუნებულიყავი არა მხოლოდ ახალი ცოდნით, არამედ დაუვიწყარი მოგონებებითა და ემოციებით. ამ გამოცდილებამ მასწავლა, რომ რეალურად მაშინ იზრდები, როდესაც იყენებ ყველა არსებულ შესაძლებლობას. დაბრუნების შემდეგ კი მზად ვარ, ახალი გამოწვევების მისაღებად.
თუ ხარ სტუდენტი და ამას კითხულობ, არ იფიქრო ზედმეტი – უბრალოდ გამოიყენე ეს გასაოცარი შესაძლებლობა! არასოდეს იცი, რა ჯადოსნური გამოცდილება გელოდება წინ. სამყარო სავსეა თავგადასავლებით და ეს შეიძლება იყოს შენი შემდეგი დიდი, სახალისო მოგზაურობა. მერწმუნე, არ ინანებ!.”