ნანუკა ბარბაქაძე ბიზნესის სკოლის სტუდენტი ლუბლინის საწარმოთა და ადმინისტრაციის საუნივერსიტეტო კოლეჯის Erasmus+ გაცვლითი პროგრამაში მონაწილეობს
მე ვარ ნანუკა ბარბაქაძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის
პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი. ამჟამად კი ჩემს სტუდენტურ თავგადასავალს
პოლონეთში, ერასმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ვაგრძელებ.
შეუფასებელია ის გამოცდილება, რაც მე მთელი ამ დაუვიწყარი მოგზაურობით მივიღე.
მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა გავცნობოდი ევროპული განათლების
სტანდარტებს, ამასთან ერთად, მულტიკულტურულ გარემოში გავმხდარიყავი ჩვენი
პატარა ქვეყნის ელჩი და მისი მდიდარი კულტურა გამეცნო ფართო აუდიტორიისთვის.
ამ საოცარი თავგადასავლის რეალობად ქცევა კი შესაძლებელი გახდა IBSU-ს
დახმარებით. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი მაქსიმალურად
აქტიურად იყო ჩართული მთელი პროცესის განმავლობაში, იგრძნობოდა მხარდაჭერა
ფაკულტეტის წარმომადგენლებისგანაც ყველა ეტაპზე, რაც ნამდვილად
დასაფასებელია.
ვფიქრობ, ყველა სტუდენტისთვის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა არის საოცარი
შესაძლებლობა. ჩემი რჩევაა-სცადეთ! ეს გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს თქვენი
ყველაზე დიდი ნაბიჯი წარმატებისკენ. გარდა ამისა, შესაძლებლობა გეძლევა შექმნა და
დააგროვო მოგონებები, რომელიც მუდამ იქნება შენი მეგზური.