- 01/06/2025
- Home
- /
- სტუდენტური ცხოვრება
- /
- Page 2

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში შიდა საუნივერსიტეტო კონკურსი ინტელექტუალური თამაშის “რა? სად? როდის?“ ფორმატში ჩატარდა. კონკურსი ორგანიზებული იყო IBSU-ს სტუდენტთა ექსტრაკურიკულური აქტივობების მართვის სამსახურის და ინტელექტუალური თამაშების სტუდენტური კლუბის მიერ. სამ გამარჯვებულ გუნდს გადაეცა ფულადი პრიზები.

სტუდფესტი2025-ის ფარგლებში, დებატებისა და ინტელექტუალური თამაშის ტურნირი გაიმართა, რომელშიც IBSU-ს სტუდენტებმაც მიიღეს მონაწილეობა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტუდფესტი2025- ის ფარგლებში ქუჩის ფეხბურთის, ფუტსალის, ჩოგბურთის, სასტენდო სროლის, მკლავჭიდის, მაგიდის ჩოგბურთის, ქართული ჭიდაობის, პეინტბოლის, კლდეზე ცოცვის, ძიუდოს, მინი ფეხბურთის, ბილიარდის, ბოულინგის, ცურვის, ფრენბურთის, ჭადრაკის, შაშის, ნარდის, კარტინგისა და 3X3-ზე კალათბურთის ტურნირებში მიიღეს მონაწილეობა. IBSU-ს გუნდმა შაშის და ნარდის ტურნირებში მეორე ადგილი აიღო. სტუდფესტი2025, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება, მოიცავს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბის Cinema Paradiso – Movie Club-ის ორგანიზებით ჩატარდა შემეცნებითი თამაში Movie Trivia. თამაშში მონაწილეობდნენ სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა ფულადი პრიზი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტუალური თამაშების კლუბის ინიციატივით, IBSU-ში ჩატარდა შიდა საუნივერსიტეტო ინტელექტუალური კონკურსი. კონკურსის მიზანი იყო სტუდენტთა წახალისება, უნივერსიტეტში ინტელექტუალური კონკურსის ცნობადობის ამაღლება და მონაწილეთა დამეგობრება. 15 მონაწილე გუნდიდან გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი, რომელთაც ფულადი პრიზები გადაეცათ. ფოტო: გიორგი გველესიანი