- 02/06/2023
- Home
- /
- სტუდენტური ცხოვრება
- /
- Page 4

IBSU- სტუდენტური თვითმმართველობის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დელეგატის, ვერიკო სირიასა და სტუდენტთა უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით, IBSU-ში გაიმართა ფილმების ჩვენება და დისკუსია – Black Mirror: Man against Fire. დისკუსიას უძღვებოდა პროფესორი უშანგი ბახტაძე, ოქსფორდის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის მეცნიერების მაგისტრი და სისხლის სამართლის დოქტორი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ნანა აბულაძე International Writing Program-ის ფარგლებში, აიოვას უნივერსიტეტის სარეზიდენციო პროგრამის მონაწილეა. ნანა აიოვის უნივერსიტეტში ორ თვეს გაატარებს, სადაც ლიტერატურულ ღონისძიებებსა და შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას, ხოლო ლიტერატურული ტურნეს ფარგლებში, რომელსაც პროგრამა უზრუნველყოფს, ჩიკაგოსა და ნიუ იორკს ეწვევა. როგორც ნანა ამბობს, მისთვის ამ პროექტში მონაწილეობა დიდი პატივი, რადგან ეს გახლავთ საუკეთესო საშუალება

Movie Night ივენთის ფარგლებში, აზიის კულტურის კლუბმა IBSU Game room-ში ფილმის ჩვენება გამართა. გამოკითხვის შედეგად ორგანიზატორებმა არჩევანი შეაჩერეს ფილმზე “მატარებელი ბუსანში / Train in Busan” და სასიამოვნო საღამო გაატარეს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჭადრაკის ტურნირი გაიმართა. გამოვლინდნენ გამარჯვებული მოჭადრაკეები, რომლებიც წარადგენენ IBSU-ს უნივერსიადაზე. გამარჯვებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.
IBSU-ს კამპუსის ეზოში სტუდენტთა ფოტონამუშევრების გამოფენა გაიმართა. თბილისისა და სხვადასხვა ქალაქის პეიზაჟებზე, პორტრეტებზე, ნატურმორტებზე, ურბანული, თუ სხვა თემატიკის ფოტოებზე იმუშავეს ძირითადად ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე და მესამე კურსის სტუდენტებმა. დოკუმენტური ფოტოს პროექტებს ხელმძღვანელობდა საგან „ფოტოჟურნალისტიკის“ პედაგოგი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ოლიკო ცისკარიშვილი. საგნის დასკვნითი გამოცდის შემდეგ საუკეთესო ფოტოები სტუდენტებმა პედაგოგთან ერთად შეარჩიეს და საკუთარი ნამუშევრები შესაფასებლად
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში “Asian Culture Club/აზიის კულტურის კლუბი” დაარსდა. კლუბის დაარსების ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი დოქტ. საფფეთ ბაირაქთუთანი და კანცლერი დოქტ. ექრემ დინდაროლი. ღონისძიებაზე კლუბის წევრებმა სამომავლო გეგმები გააცნეს სტუმრებს, შეხვედრის დასასრულს კი სტუმრებს ალაფურშეტით გაუმასპინძლდნენ.