- 21/12/2022
- Home
- /
- სტუდენტური ცხოვრება
- /
- Page 5
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის სტუდენტური კლუბის, “InnoWave”-ის ორგანიზებით VRex Immersive-ის თანადამფუძნებელთან და ლიმონ 10-ის წამყვანთან – ნიკოლოზ გოგოჭურთან, გაიმართა შეხვედრა საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე : ,,მოუსმინე ბაზარს”. მოწვეულმა სპიკერმა სტუდენტებს სტარტაპის კეთების საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა მარცხის მნიშვნელობაზე წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. მისი სტარტაპი, VRex Immersive, Startup Grind-ის მიერ მსოფლიოს მასშტაბით შერჩეულ

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ახლად ჩამოყალიბებული ინტელექტუალური თამაშების კლუბის “Effyia” ინიციატივით, ,,წიგნების თარო” გაიმართა.

ენების კლუბ Lingo Quest-ის აქტივობებში IBSU-ს საერთაშორისო სტუდენტებიც ჩაერთნენ. სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წევრებს საშუალება მიეცათ გამოფენის ტიპის მულტიკულტურულ ღონისძიებაზე გაცნობოდნენ ისეთი უცხო ქვეყნების კულტურულ და ენობრივ თავისებურებებს, როგორებიცაა ფიჯი, ეგვიპტე, თურქეთი, ყირგიზეთი და ყაზახეთი. კლუბის წევრებმა მონაწილე სტუდენტები სამახსოვროდ ქართული, ტრადიციული, თემატურად საახალწლო სუვენირებითაც დააჯილდოვეს.
25 ოქტომბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობის, კერძოდ განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე “ემოციური ინტელექტი” რომელსაც წაუძღვა ფსიქოლოგი, ტრენერი ქალბატონი ნინო ელბაქიძე. ღონისძიება ინტერაქციული ხასიათის იყო. სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ ნებისმიერი სახის კითხვა და მიეღოთ სრულყოფილი პასუხი თითოეულ მათგანზე. დიდი მადლობა ქალბატონ ნინო ელბაქიძეს ასეთი საინტერესო და პროდუქტიული ლექციისთვის და რაღათქმაუნდა, აუდიტორიას მობრძანებისთვის!
ენების კლუბ Lingo Quest-მა მხარდამჭერების სურვილი გაითვალისწინა და მორიგი ღონისძიება მიუძღვნა თარგმანს, რომელზეც ყველა დამსწრე, მართლაც რომ, თარგმანში დაიკარგა, საინტერესო სტუმართან ერთად. Lingo Quest-ის მოწვეულმა სტუმარმა, სინქრონისტმა მთარგმნელმა, სალომე ჯაფიაშვილმა აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გაუზიარა რჩევები, თუ როგორ გავიკვლიოთ გზა თარგმნის მრავალფეროვან სამყაროში. სინქრონული თარგმნის მნიშვნელობა კლუბის წევრებისთვისაც კიდევ უფრო საინტერესო გახდა და იმედი გვაქვს,
30 სექტემბერს, მთარგმნელთა და თარჯიმანთა საერთაშორისო დღის აღსანიშნად ენების კლუბ Lingo Quest-ის ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ქართველი მწერალი და მთარგმნელი – ანა კორძაია-სამადაშვილი ესტუმრა. საჯარო ლექციის ფარგლებში სტუმარმა საკუთარი გამოცდილება და ლიტერატურული თარგმნის ხელოვნება გაუზიარა აუდიტორიას. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იყო.