- 28/03/2022
- Home
- /
- სტუდენტური ცხოვრება
- /
- Page 8
24 მარტს, IBSU-ს კამპუსში გაიმართა ქართული ფილმის ჩვენება საერთაშორისო სტუდენტთა ინტეგრაციის კლუბისა და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ორგანიზებით. ფილმი, რომელიც უცხოელმა სტუდენტებმა ქართველ სტუდენტებთან ერთად იხილეს იყო “მანდარინები“. ისტორიული შინაარსის უკეთ გასაგებად, ფილმის ჩვენებამდე პროფესორმა ნიკოლოზ ჩიტაძემ ჩაატარა მოკლე ლექცია ამ საკითხთან დაკავშირებით და სეანსის შემდგომ IR ოფისის ხელმძღვანელმა, მელიქ ალკანმა გამართა დისკუსია. ერასმუს+-ის გაცვლითი პროგრამით
“Call of Games” ივენთმა IBSU-ს კამპუსში გააერთიანა, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუდენტები. შეხვედრის მიმდინარეობისას მათ შეძლეს საკუთარი უნარების ადგილზე დემონსტრირება. კონკურსის შედეგად გამოვლინდა სამი გამარჯვებული, რომლებიც დასაჩუქრდნენ სხვადასხვა პრიზებით. ელენე მანოშვილი -გამორჩეული პერფორმანსით მოახერხა კურა-კურას სახალისო სამაგიდო თამაშის “Codename” მოგება ელენე ლელაშვილი – წერის რაუნდში გამოჩენილი კრეატიულობის წყალობით მოიპოვა პრიზი “დამნაშავის ლოგიკისგან” ქეთი ლომიძეს –
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, განახლდა „ყავა პროფესორთან“ შეხვედრების ხანგრძლივი ტრადიცია. რუბრიკის პირველი სტუმარი გახლდათ რექტორი, დოქტ. საფფეთ ბაირაქთუთან. ბ-ნი რექტორი სტუდენტებს არაფორმალურ გარემოში შეხვდა, ისაუბრა უნივერსიტეტის სამომავლო გეგმებზე, უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს, როგორც სამსახურეობრივ, ისე პირად თემებზე, გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, გაიხსენა საინტერესო ისტორიები და მოუსმინა სტუდენტების ინიციატივებს.
20 მარტს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველად ჩატარდა NFT კონფერენცია,სადაც მოწვეულმა სპიკერებმა ისაუბრეს NFT-ის შესახებ, აუდიტორიას გააცნეს საკუთარი კოლექციები და გაუზიარეს ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია,რომელიც უკავშირდება მათ სამომავლო გეგმებს. კონფერენციის დასკვნით ნაწილში სპიკერებმა დამსწრე აუდიტორიისთვის გაათამაშეს თავიანთი კოლექციებიდან რამდენიმე NFT: Elves Army- 2 item (ასევე კონფერენციის მიმდინარეობისას გაიყიდა ერთი აითემი) Programmer Loves – 2 item

13 მარტს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის “ბიზნეს ანბანის პროექტის” 12 სტუდენტი, უნივერსიტეტის სოციალური აქტივობების ხელმღვანელი ბატონი იაშარის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე ბაკურიანში. სტუდენტებმა მეტად სასიამოვნო დრო გაატარეს.

10 მარტს Lingo Quest – IBSU Language Club-მა გამართა პირველი გაცნობითი შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში. კლუბის წევრებს საშუალება ჰქონდათ გაეცნოთ ერთმანეთი სახალისო აქტივობით – “სახელის თამაში” – და კლუბის გეგმები. შეხვედრის დასასრულს, Lingo Quest-ის ესეების წერის პირველი კონკურსის გამარჯვებულები (რუსუდან შუკაკიძე, ელენე მანოშვილი და ნინა ჭაგალიძე) – “ქალის ყოფნის ხელოვნება ანიმე კულტურაში” დაჯილდოვდნენ კომიქს მაღაზიის “Mangamoon”-ის