სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების...
  4. /
  5. საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის...
  • 12/05/2017

საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტების ვიზიტი თბილისის მერიაში

საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტები თბილისის მერიას ესტუმრნენ გაცნობითი ვიზიტით. მათ მოქალაქეთა მომსახურების განახლებული ცენტრი დაათვალიერეს.

ისინი ადგილზე გაეცნენ მოქალაქეთა განახლებულ ცენტრში არსებულ სერვისებს, რომელთა მიღებაც მოქალაქეებს ერთ სივრცეში შეუძლიათ და შეიტყვეს ინფორმაცია იმ სიახლეების შესახებ, რომელიც დაგეგმილია ელექტრონული მომსახურების მიმართულებით, უახლოეს პერიოდში ნებისმიერი მომსახურების მიღებას მოქალაქეები სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.