სიახლეები
- 11/11/2024
UNI4VERSE სტარტაპ კონკურსის ფარგლებში IBSU-ში ვორქშოპები ჩატარდა
ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, IBSU-ში, შიდა საუნივერსიტეტო სტარტაპ კონკურსის UNI4VERSE ფარგლებში, ვორქშოპების სესიები ჩატარდა.
სტუდენტები შეხვდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, რათა შეემუშავებინათ და განევითარებინაც ინოვაციური სტარტაპ იდეები.
ვორქშოპების სესიები მოიცავდა შემდეგ თემებს:
- ინოვაციური და სტარტაპ იდეების განვითარება: ნიკა ნათენაძე, ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ხელმძღვანელი / ინვესტორებთან ურთიერთობის ოფიცერი
- აპლიკაციის აწყობის პრაქტიკული სესია: ლუკა ბაბუნაძე, მობაილ აპლიკაციების დეველოპერი
- ინოვაციების განვითრება აგრო მიმართულებით: ირაკლი ჩიქავა, სტარტაპ TelAgri-ის დამფუძნებელი და CEO
- როგორ გავზომოთ იდეის ფინანსური ღირებულება და როგორ შევმქნათ ბიზნეს მოდელი: ვლად ბეჟაშვილი, ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია EBIT Group – ის მართველი პარტნიორი
- მწვანე ეკონომიკა და ინოვაცია: ომარ წერეთელი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიების პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
- Pitch Desk-ის აწყობა და ეფექტური წარდგენა ინვესტორებთან: გოგა საათაშვილი, სტარტაპ Student Hunt-ის თანადამფუძნებელი
სტუდენტებმა შეიმუშავეს ინოვაციური ბიზნეს იდეები ენერგოეფექტურობისა და მწვანე ეკონომიკის მიმართულებით.