ვაკანსიები
- Home
- /
- ვაკანსიები
- /
- ბიზნესის სკოლის დეკანი
ბიზნესის სკოლის დეკანი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის სკოლის დეკანის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, #2
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები
- ბიზნესის სკოლის სტრატეგიული განვითარების დაგეგმვა და განხორციელება;
- საგანმანათლებლო პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო,სადოქტორო) ხარისხის უზრუნველყოფა და განვითარება;
- აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მართვა, შეფასება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
- სასწავლო პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი;
- სტუდენტთა აკადემიური გარემოს გაუმჯობესება და მხარდაჭერა;
- კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის განვითარება;
- აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესებში მონაწილეობის მიღება;
- უნივერსიტეტის შიდა წესდებებისა და პოლიტიკების შესრულების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი შესაბამისი მიმართულებით;
- სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება განათლების სფეროში (მინიმუმ 2 წლიანი ხელმძღვანელობითი გამოცდილება);
- ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2+ დონეზე;
- უმაღლესი განათლების მარეგულირებელი აქტების ცოდნა;
- უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების ცოდნა;
- ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის ცოდნა.
პიროვნული უნარები
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირების უნარი.
შერჩევის ეტაპები
- CV-ების გადარჩევა;
- ინდივიდუალური გასაუბრება.
განაცხადის წარდგენა
დაინტერესებულმა პირებმა 10 თებერვლის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@ibsu.edu.ge
გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.