დაცვის თანამშრომელი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

  1. Home
  2. /
  3. ვაკანსიები
  4. /
  5. დაცვის თანამშრომელი

დაცვის თანამშრომელი

შპს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი” აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. #2;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი;
სამუშაო საათები: 09:00–19:00 სთ;
ანაზღაურება: 1000 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუდენტებისა და თანამშრომლების იდენტიფიკაცია და საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება;
  • უნივერსიტეტში შემოსვლისა და გასვლის პროცესის კონტროლი დადგენილი წესების შესაბამისად;
  • უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და ეთიკის კოდექსით განსაზღვრული დისციპლინის დაცვა;
  • უნივერსიტეტის შენობაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა;
  • უნივერსიტეტის ქონების დაცვა დაზიანებისა და დანაკარგისაგან;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე (სტუდენტებთან და უცხოელ სტუმრებთან კომუნიკაციისთვის).

კომპეტენციები და უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 15 მარტის ჩათვილით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ibsu.edu.ge სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.