საერთაშორისო სტუდენტთა მომსახურების სპეციალისტის პოზიცია - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

  1. Home
  2. /
  3. ვაკანსიები
  4. /
  5. საერთაშორისო სტუდენტთა მომსახურების სპეციალისტის...

საერთაშორისო სტუდენტთა მომსახურების სპეციალისტის პოზიცია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო სტუდენტთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. #2

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

  • საერთაშორისო სტუდენტთა დარეგისტრირება სწავლების ელექტრონულ სისტემაში: სტუდენტთა მონაცემების რეგისტრაცია, სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა.
  • სტუდენტთა პირადი საქმეების მოწესრიგება (საჭირო დოკუმენტების სრულყოფა);
  • დაინტერესებული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება;
  • უნივერსიტეტში გარე მობილობით გადმოსვლის მსურველ საერთაშორისო სტუდენტთა განცხადებების რეგისტრაცია და თანდართული დოკუმენტების მიღება; სტუდენტის მიერ უნივერსიტეტში არჩეულ საგანმანათლებლო პროგრამასთან არსებული სასწავლო ბარათის პროგრამის ხელმძღვანელის მიერ შედარება/აღიარების შემდეგ, სწავლების ელექტრონულ სისტემაში მონაცემების ასახვა, უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა, სტუდენტის დაინტერესების შემთხვევაში სასურველი ინფორმაციის მიწოდება;
  • სტუდენტებისათვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა პროგრამასთან თავსებადობისა და ასაღიარებელი კრედიტების ოდენობასთნ დაკავშირებით;
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სტუდენტების კონსულტირება, მათი მხარდაჭერა სასწავლო პროცესის დაგეგმვაში და მათთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის პროცესში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება – სასურველია მაგისტრი / მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • განათლების სფერო – განათლების მენეჯმენტი; ბიზნესის ადმინისტრირება ან მომიჯნავე მიმართულებები;
  • სამუშაო გამოცდილება – 1 წელი (სასურველია უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილება);
  • კომპიუტერული პროგრამები – MS Office;
  • ენები – ინგლისური ენა (მინიმუმ B2);

პიროვნული უნარები:

  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;

შერჩევის ეტაპები:

  • CV – ების გადარჩევის ეტაპი;
  • ინდივიდუალური გასაუბრება;

დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით გამოგვივზავნეთ CV მისამართზე: vacancy@ibsu.edu.ge გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.