სამართლის (საბაკალავრო/სამაგისტრო) საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

  1. Home
  2. /
  3. ვაკანსიები
  4. /
  5. სამართლის (საბაკალავრო/სამაგისტრო) საგანმანათლებლო პროგრამის...

სამართლის (საბაკალავრო/სამაგისტრო) საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას სამართლის (საბაკალავრო/სამაგისტრო) საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, #2

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსობრივი განვითარება;
  • სილაბუსების მონიტორინგი და განახლების ორგანიზება;
  • პროგრამის მიზნებისა და სწავლის შედეგების შესაბამისობის უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტებთან;
  • წლიური ანგარიშებისა და თვითშეფასების დოკუმენტაციის მომზადება;
  • აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში მონაწილეობა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
  • სტაჟირების ობიექტებთან და დამსაქმებლებთან კომუნიკაცია;
  • სასწავლო და საგამოცდო პროცესების კოორდინაცია;
  • სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისგან უკუკავშირის მიღება და ანალიზი;
  • საგრანტო პროექტების მოძიება, სტუდენტური კვლევითი მუშაობის მხარდაჭერა და საჯარო აქტივობების ინიცირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • დოქტორის ან მასთან გათანასწორებული ხარისხი შესაბამისი მიმართულებით;
  • სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება განათლების სფეროში (მინიმუმ 1 წლიანი ხელმძღვანელობითი გამოცდილება);
  • ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე;
  • უმაღლესი განათლების მარეგულირებელი აქტების ცოდნა;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების ცოდნა;
  • ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის ცოდნა.
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი.

შერჩევის ეტაპები

  • CV-ების გადარჩევა;
  • ინდივიდუალური გასაუბრება.

განაცხადის წარდგენა

დაინტერესებულმა პირებმა 20 იანვრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@ibsu.edu.ge
გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.