სიახლეები
- Home
 - /
 - ბიზნესის სკოლა
 - /
 - დოქტორ მარცინ ოციესზაკის ვიზიტი
 
- 01/05/2018
 
დოქტორ მარცინ ოციესზაკის ვიზიტი
2018 წლის 1 მაისს ვიშეგრადის პროექტის „ევროინტეგრაცია და ფინანსური ბაზრის რეფორმები ვიშეგრადის ქვეყნებში“ ფარგლებში ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა უმასპინძლა დოქტორ მარცინ ოციესზაკის კოზმინისკის უნივერსიტეტიდან (პოლონეთი).
დოქტორ ოციესზაკმა ფინანსების პროგრამის სტუდენტებისთვის სემინარი ჩაატარა თემაზე: “ევროინტეგრაცია და ფინანსური ბაზრის რეფორმები ვიშეგრადის ქვეყნებში – პოლონეთის გამოცდილება”. სტუმარმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა პოლონეთის გამოცდილება ევროინტეგრაციის პროცესში  და საფინანსო სექტორში განხორციელებულ რეფორმების მიღწევები და გამოწვევები.
სტუმარი, ასევე, შეხვდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და განიხილა ორმხრივი ახალი შესაძლებლობები.