სიახლეები
- Home
 - /
 - საერთაშორისო ურთიერთობები
 - /
 - WSPA-სა და IBSU-ს შორის...
 

- 04/11/2025
 
WSPA-სა და IBSU-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრაციის უნივერსიტეტეს (WSPA) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
WSPA პოლონეთის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც გამოირჩევა პრაქტიკული სწავლების მიდგომით, საერთაშორისო თანამშრომლობითა და ინოვაციური სასწავლო მეთოდებით.
უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს მრავალფეროვან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა მენეჯმენტი, ადმინისტრირება, კომპიუტერული მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები.