რესპუბლიკური კონფერენცია მეცნიერებისთვის და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის " იმპერიები, იმპერიალიზმი, კოლონიალიზმი და პოსტიმპერიული ურთიერთობები. ლინგვისტური იმპერიალიზმი, პროპაგანდა და მედია" - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

  1. Home
  2. /
  3. სამეცნიერო სიახლეები
  4. /
  5. რესპუბლიკური კონფერენცია მეცნიერებისთვის და...
რესპუბლიკური კონფერენცია მეცნიერებისთვის და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის ”         იმპერიები, იმპერიალიზმი, კოლონიალიზმი და პოსტიმპერიული ურთიერთობები. ლინგვისტური იმპერიალიზმი, პროპაგანდა და მედია”
  • 23/04/2026

რესპუბლიკური კონფერენცია მეცნიერებისთვის და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის ” იმპერიები, იმპერიალიზმი, კოლონიალიზმი და პოსტიმპერიული ურთიერთობები. ლინგვისტური იმპერიალიზმი, პროპაგანდა და მედია”

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტარდება რესპუბლიკური კონფერენცია მეცნიერებისთვის და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის

“იმპერიები, იმპერიალიზმი, კოლონიალიზმი და პოსტიმპერიული ურთიერთობები. ლინგვისტური იმპერიალიზმი, პროპაგანდა და მედია”

კონფერენცია ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ

საქართველო იმპერიების გზაჯვარედინზე.რუსთაველის ფონდი, ფუნდამენტური კვლევები,საგრანტო ხელშეკრულება NFR 22-272.

თბილისი

სახელმწიფოებრივი ფორმირება, სივრცესა და დროში ტრანსფორმაცია, ისტორიული განგრძობითობა დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე: ეს არის ეკონომიკური რესურსების კონცენტრაცია და შემდგომ ოპტიმალური გამოყენება, ტერიტორიული ერთიანობა და ცენტრალიზაცია, საზღვაო და სახმელეთო სამხედრო ძალების ქმედითუნარიანობა, პოლიტიკური კურსის და კულტურული იდენტობის ფორმირება. ეს ასპექტები განაპირობებს მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობების ფორმების შერჩევას — ექსპანსია და გავლენის დამყარება, ან მეზო- ბელი ქვეყნის მიერ წინააღმდეგობის გაწევა — ბრძოლა დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად.
მ. დოილის განსაზღვრებით:“იმპერია არის ურთიერთობის ფორმა, ეს შეიძლება იყოს ფორმალური და არაფორმალური, რომელშიც ერთი პოლიტიკური საზოგადოება ეფექტურად აკონტროლებს მეორე პოლიტიკური საზოგადოების პოლიტიკურ სუვერენიტეტს. იმპერიალიზმი არის ის პროცესი რა დროსაც ეს კონტროლი ხორციელდება, ფორმირებულია და შენარჩუნებულია.“
თანამედროვე სამყაროში „იმპერიები“ ჩაანაცვლა ტერმინმა გლობალური სახელმწიფოები, ხოლო იმპერიალიზმის მანიფესტაციები გახდა უფრო მრავალფეროვანი, ეფექტური, ელასტიური, ეკონომიკაზე და ტექნოლოგიებზე დამოკიდებული.
კონფერენცია მიზნად ისახავს წარსულის და თანამედროვე იმპერიების შესწავლას, გააზრებასა და ანალიზს. კონფერენცია

ფოკუსირებულია სხვადასხვა თემაზე:
• ლინგვისტური იმპერიალიზმი
• ეკონომიკური იმპერიალიზმი
• კულტურული იმპერიალიზმი
• ნაციონალიზმი და კოსმოპოლიტიზმი
• პოსტიმპერიული ალეანსები
• იმპერიული ტრანსფორმაციები და გავლენის სფეროების გადანაწილება
• პროპაგანდა და მედია, როგორც ძალაუფლების და გავლენების წყარო
კომფერენციის ჩატარების ადგილი და თარიღი:
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი,მულტიდისციპლინური კვლევითი ცენტრი, განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა. 2026 წლის 30 სექტემბერი.

საორგანიზაციო საბჭო
განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის დეკანი პროფესორი, დოქტორი თამარ შიოშვილის
კვლევების და საერთაშორისო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორის, დოქტორი თეა კბილცეცხლაშვილი
მულტიდისციპლინური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი, დოქტორი ეკა ავალიანი
საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი თამთა ცხოვრებაძე
საორგანიზაციო კომიტეტი
საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი, დოქტორი ბაია ივანეიშვილი
ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, ასისტენტ პროფესორი,დოქტორი მაგდა მემანიშვილი
ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი, დოქტორი მაია ჩქოტუა

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

აბსტრაქტები მიიღება 2026 წლის 30 მარტიდან 30 მაისის ჩათვლით, ქართულ და ინგლისურ ენებზე. 500 ნიშანი.

საკონტაქტო პირები:

ეკა ავალიანი eavaliani@ibsu.edu.ge
თამთა ცხოვრებაძე ttskhovrebadze@ibsu.edu.ge
თეა კბილცეცხლაშვილი tea@ibsu.edu.ge