სამართლის სკოლის სტუდენტებს ახალი დეკანი იოსებ ვარძელაშვილი შეხვდა - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

  1. Home
  2. /
  3. სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის...
  4. /
  5. სამართლის სკოლის სტუდენტებს ახალი...
სამართლის სკოლის სტუდენტებს ახალი დეკანი იოსებ ვარძელაშვილი შეხვდა
  • 17/04/2026

სამართლის სკოლის სტუდენტებს ახალი დეკანი იოსებ ვარძელაშვილი შეხვდა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებს სკოლის ახალი დეკანი, იოსებ ვარძელაშვილი შეხვდა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა სტუდენტებთან უშუალო კომუნიკაციის დამყარებას. დეკანმა სტუდენტებს გააცნო სამართლის სკოლის განვითარების ხედვა, სასწავლო პროცესთან დაკავშირებული პრიორიტეტები და ის ინიციატივები, რომლებიც სტუდენტთა აკადემიური და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას ემსახურება.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები. როგორც დეკანმა აღნიშნა, რომ სტუდენტების აქტიური ჩართულობა სამართლის სკოლის განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.