სიახლეები
- 02/12/2021
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამბის თხრობა კომუნიკაციაში ტრენინგი ჩატარდა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში IBSU-ს ასოცირებულმა პროფესორმა, პოზიტიურმა ფსიქოკონსულტანტმა ლელა აბდუშელიშვილმა ჩაატარა ტრენინგი “ამბის თხრობა კომუნიკაციაში”.
ტრენინგზე ლელა აბდუშელიშვილმა ისაუბრა ამბის თხრობის, როგორც საკომუნიკაციო სტრატეგიის მნიშვნელობაზე ბიზნესში; რა ემოციები უნდა გამოიწვიოს თქვენმა ამბავმა; რა როლი აქვს კომპანიის ღირებულებებს, ბრენდსა და კულტურას და რა მნიშვენლობა ენიჭება ამბის მთავარ გმირებს.
“თუ ადამიანების ყურადღების მიპყრობა და მათზე გავლენის მოხდენა გსურთ, უამბეთ მათ კარგი ამბავი. უძველესი დროიდან სწორედ ამბები შთააგონებდნენ და მოუწოდებდნენ ქმედებებისაკენ, რადგან ისინი აღძრავენ ემოციებს. როგორც ამბობენ: მითხარი ფაქტი და ვისწავლი, მითხარი სიმართლე და დავიჯერებ, მითხარი ისტორია და ის იცხოვრებს ჩემს გულში სამუდამოდ.”- აღნიშნა ტრენინგზე ლელა აბდუშელიშვილმა.