სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IRO-მ საერთაშორისო სტუდენტებისთვის დუშეთში კულტურული...
IRO-მ საერთაშორისო სტუდენტებისთვის დუშეთში კულტურული ტური მოაწყო
  • 22/05/2023

IRO-მ საერთაშორისო სტუდენტებისთვის დუშეთში კულტურული ტური მოაწყო

ყოველწლიური კულტურული ტურებისა და ექსკურსიების პროგრამის ფარგლებში, IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა (IRO) სტუდენტებისთვის ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ფიჯიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან და აზერბაიჯანიდან, კულტურული ტური მოაწყო დუშეთში.

ტურის ფარგლებში, სტუდენტები დუშეთის მერიაში შეხვდნენ საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი ასლამაზიშვილს, მერიის უფროს სპეციალისტს სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებში სოფო გელიაშვილს, კულტურის სახლის დირექტორს თამარ მოზდოკელს და მერის თანაშემწეს ხატია პირმისაშვილს.
IRO-ს ხელმძღვანელმა მელიქ ალქანმა IBSU-ს რექტორის სახელით დუშეთის მერიას სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

მერიის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე IBSU-თან კულტურული და საგანმანათლებლო აქტივობების მიმართულებით მომავალი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

მერიამ და მისმა კულტურული საგანმანათლებლო ჯგუფმა IBSU-ს სტუდენტებისთვის მოაწყო დუშეთის ტური. სტუდენტები ესტუმრნენ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს.

დუშეთის მერიამ სტუდენტები ოფიციალურად მიიწვია 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებაზე, ხოლო საერთაშორისო სტუდენტებმა დუშეთის მერია და ახალგაზრდული საბჭო მიიწვიეს კულტურულ ფესტივალზე, რომელიც 9 ივნისს უნივერსიტეტის კამპუსში გაიმართება.

დღის მეორე ნახევარში მოსწავლეებმა ბაზალეთის ტბაც მოინახულეს. საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტმა გიორგი გელიაშვილმა და IRO-ს სტაჟიორმა ჯგუფი მიიწვია დუშეთის მიმდებარე სოფელში, საკუთარ სახლში, სადაც ქართული სამზარეულოს კერძები დააგემოვნეს და ქართულ სტუმართმოყვარეობას გაეცნენ.