- 15/07/2025
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებმა წარმატებით წარადგინეს თავიანთი საბაკალავრო პროექტები. პრეზენტაციებზე სტუდენტებმა კომისიის წინაშე ვიზუალური და გრაფიკული შესრულებით წარმოადგინეს ინოვაციური არქიტექტურული ნამუშევრები, რომლებიც მათ აკადემიურ და შემოქმედებით უნარებს ასახავდა. პროექტები მოიცავდა არქიტექტურულ პროექტებს, მათ შორის “სასტუმრო ნოქალაქევი – არქეოპოლისი,” თეატრი „მაჩაბელა,“ ჯანმრთელობისა და რეაბილიტაციის ცენტრი – „სერენა“ და სხვ. 2018 წლიდან IBSU პირველი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელმაც ინგლისურენოვანი არქიტექტურის პროგრამა შექმნა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანი, საერთაშორისო პროექტის IDEA-ს ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ რაზმაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინი ჩალაბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრნენ ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს გერმანიაში. ვიზიტის ფარგლებში განიხილეს IDEA პროექტის შემაჯამებელი შედეგები, მოქმედი ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის “მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები” პირველი გამოსაშვები ჯგუფის დიპლომების მომზადების პროცესი და
IBSU-ს ბიზნესის სკოლის დეკანი, პროფესორი დარა აჰმედი და კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის ადმინისტრაციული მენეჯერი, თამარ მშვიდობაძე დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (HTWD) საერთაშორისო კვირეულს დაესწრნენ. საერთაშორისო კვირეული ეძღვნებოდა კულტურათშორის დიალოგს, საერთაშორისო თანამშრომლობასა და უნივერსიტეტის აქტიურ პარტნიორობას. მასპინძელმა უნივერსიტეტმა პარტნიორი 11 უნივერსიტეტიდან მოწვეულ 19 სტუმარს წარუდგინა დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტის უახლესი რესურსით აღჭურვილი კამპუსები, საინჟინრო და აგრონომიული მიმართულების ლაბორატორიები და
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის წარმომადგენლებმა – ასოცირებულმა პროფესორებმა გიორგი გაბუნიამ და არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ცუცქირიძემ – ბულგარეთში, ვარნას თავისუფალ უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე – ArCive 2025 წარმატებით წარადგინეს მოხსენება – “Architectural Intervention in Historic Urban Context: Case Study of ‘Stair-Street-House’ in Sololaki, Tbilisi.” მოხსენება ეძღვნებოდა კულტურული
კრედო ბანკის სინიორ ავტომატიზაციის ინჟინერმა, DevOps სამაგისტრო პროგრამის მაგისტრმა და IBSU-ს კურსდამთავრებულმა, თორნიკე ჭავჭავაძემ კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის ჩაატარა ლექცია თემაზე „პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების ავტომატიზაცია, მისი მნიშვნელობა და აუცილებლობა.” ტესტირების ავტომატიზაცია არის პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების პროცესი, რომელიც ხორციელდება დაწერილი სკრიპტებისა და ავტომატიზაციის ხელსაწყოების მეშვეობით. მისი მიზანია ტესტირების დროის შემცირება, სიზუსტის გაუმჯობესება და განმეორებადი სცენარების
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის მხარდაჭერით კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის მესამე კურსის სტუდენტმა ალექსანდრე ჯიქიამ IBSU-ს სტუდენტებისთვის ჩაატარა Web Development-ის ინდუსტრიის მოწინავე ინსტრუმენტის, React-ის ინტენსიური კურსი, რომელიც 12 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ჰიბრიდულ რეჟიმში. ინტენსიური კურსის ფარგლებში სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებმა ისწავლეს დინამიკური აპლიკაციების წერა, რეალური და მრავალჯერადი კომპონენტების შექმნა, API-ებთან მუშაობა, სტილები TailwindCSS-ით და საკუთარი პროექტების ატვირთვა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ფრანგული საინვესტიციო კომპანია Axatya Investment-ის წარმომადგენელს ჩარლზ გუტონ ისნარდს უმასპინძლა. შეხვედრას უმასპინძლეს კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანი პროფ. მარიამ რაზმაძე, არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი გიორგი ცუცქირიძე და სკოლის მენეჯერი – თამარ მშვიდობაძე, ასევე კარიერული დაგეგმვისა და განვითარების სამსახურისა და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები – დავით ცირამუა და ნატო გოგოშვილი.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გრაფიკული დიზაინის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა. პროგრამით დაინტერესებულ აბიტურიენტებს შეხვდნენ კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანი მარიამ რაზმაძე, გრაფიკული დიზაინის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელო ნანა იაშვილი, თანახელმძღვანელი ნინო წითლანაძე და მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ შოშიაშვილი. აბიტურიენტები გაეცნენ შემოქმედებითი ტურის პირობებს, საგრანტო შეთავაზებებსა და დაათვალიერეს კამპუსი. ღია კარის დღეზე
IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერებებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანმა, პროფესორმა მარინა რაზმაძემ, სკოლის წარმომადგენლებთან, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ნინი ჩალაბაშვილთან და დეპარტამენტის მენეჯერთან ერთად, უმასპინძლა ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, სტეფან ნოაკს და პროფესორს, დოქტორს, კრისტიან ბრაუვეილერს. შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობისა და პარტნიორობის საკითხები. დიალოგი ძირითადად ერთობლივი აკადემიური ინიციატივების შემუშავებაზე იყო ორიენტირებული, მათ შორის ორმაგი ხარისხის პროგრამებზე, რაც გააძლიერებს აკადემიურ მობილობას და ინსტიტუციებს შორის