IBSU-ს არქიტექტურის პროგრამის სტუდენტებს "Spectrum Architecture"-ის წარმომადგენელი შეხვდა - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

  1. Home
  2. /
  3. კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის...
  4. /
  5. IBSU-ს არქიტექტურის პროგრამის სტუდენტებს...
IBSU-ს არქიტექტურის პროგრამის სტუდენტებს “Spectrum Architecture”-ის წარმომადგენელი შეხვდა
  • 28/04/2026

IBSU-ს არქიტექტურის პროგრამის სტუდენტებს “Spectrum Architecture”-ის წარმომადგენელი შეხვდა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში არქიტექტურის პროგრამის სტუდენტებს სამშენებლო-საპროექტო კომპანია Spectrum Architecture-ის წარმომადგენელი შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით პირველად მიმდინარე სტუდენტური არქიტექტურული კონკურსის შესახებ – „Shaping the Future – Together“. კონკურსი განკუთვნილია საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის არქიტექტურის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის და გაიმართება 8 მაისს, Hilton Tbilisi-ში.

კონკურსის სამი გამარჯვებული მიიღებს სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო ტურს ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ არქიტექტურულ ქალაქში – ვენაში, პრაღაში, ბუდაპეშტში, ბარსელონაში ან პარიზში, სადაც ისინი იმუშავებენ კონტექსტურ კვლევას და მოამზადებენ წერილობით და ვიზუალურ ანგარიშს. ტურის შემდგომ, საუკეთესო შედეგის მქონე ფინალისტს დამატებით მიეცემა შესაძლებლობა გაიაროს სტაჟირება კომპანია Spectrum-ში.

შეხვედრას ესწრებოდნენ კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანი მარინა რაზმაძე და არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ცუცქირიძე.