ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს კონკურენტუნარიანი/კვალიფიციური სპეციალისტები, რომელთაც დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით ექნებათ მდიდარი თეორიული ცოდნა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პრაქტიკული და ტრანსფერული უნარები
ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დაიკავოს დაბალი და/ან საშუალო რგოლის მენეჯერის და/ან დარგის სპეციალისტის პოზიცია, როგორც საჯარო (საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, დაცული ტერიტორიების სააგენტო, კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტო, მუზეუმების გაერთიანება, რეგიონში მუნიციპალიტეტების კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურები და ა.შ.), ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ტურისტულ სააგენტოებში, განთავსებისა და კვების ობიექტებში, სატრანსპორტო კომპანიებსა (ლოჯისტიკა) და აეროპორტებში. საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნა, პრაქტიკული და ტრანსფერული უნარები კურსდამთავრებულებს აძლევს საშუალებას სწავლა გააგრძელოს უმაღლესი განათლების სწავლების მეორე საფეხურზე, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, რომელსაც აქვს სახელმწიფოს მიერ დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტი და რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოიპოვებს სწავლის უფლებას აღნიშნულ პროგრამაზე, სწავლის უფლების მოპოვების შემდეგ პირმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში უნდა გაიროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ტურიზმის საბაკალავრო პროგრამისთვის ერთ-ერთი ჩასაბარებელი სავალდებულო საგანია: მათემატიკა ან ისტორია ან გეოგრაფია, ამასთან აბიტურიენტმა უცხო ენებიდან უნდა ჩააბაროს ინგლისური ( 50%+1)
კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე ჩარიცხვა შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, პროგრამაზე დაშვების პირობები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის იხილეთ ბმულზე – https://iro.ibsu.edu.ge/ka/მიღება/
საქართველოს მოქალაქეებისათვის: 3190 ლარი
საერთაშორისო სტუდენტებისთვის: 4500 აშშ დოლარი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ტურიზმში
სწავლების ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები: 240 კრედიტი (4 წელი)
პროგრამის ხელმძღვანელი: აფილ. პროფესორი ეკა დევიძე
ელ-ფოსტა: edevidze@ibsu.edu.ge
ტელეფონი: (+995 32) 2800 064
ოთახი: 306