კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი)

მოკლე აღწერა

კომპიუტერული მეცნიერების სადოქტორო პროგრამა უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კვლევითი გარემოს შექმნას. პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს მიიღონ თანამედროვე განათლება უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით. პროგრამის აკადემიური პერსონალი სრულყოფისა და განვითარების უზრუნველყოფის პარალელურად მუდმივად განაგრძობს პროფესიულ განვითარებასა და კვლევით მოღვაწეობას შესაბამის სფეროში. ჩვენი მისიაა მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური კადრები და ხელი შევუწყოთ იდეების ჩამოყალიბებას, რომლებიც შექმნიან თანამედროვე სამყაროს ახალ სტანდარტებს.

 

ძლიერი მხარეები

წლების განმავლობაში ჩვენ განვავითარეთ და გავაძლიერეთ ისეთი დისციპლინების სწავლება, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, თეორიული კომპიუტერული მეცნიერება, სისტემების დიზაინი და უსაფრთხოება. სადოქტორო პროგრამა შექმნილია ისე, რომ გაითვალისწინოს ცალკეული სტუდენტის ინტერესი, რაც ნიშნავს დოქტორანტურაში სწავლისას სტუდენტმა გამორჩეული და მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანოს სულ მცირე ერთი მიმართულების შესწავლაში და განვითარებაში.

 

კარიერული შესაძლებლობები

კომპიუტერული მეცნიერების სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის კარიერული შესაძლებლობები შეიძლება შემდეგ კატეგორიებად დაიყოს:

  1. კვლევა კორპორაციებსა და უნივერსიტეტების ლაბორატორიებში
  2. პროდუქტის განვითარება
  3. სადოქტორო კვლევის საფუძველზე კომპანიის დაარსება
  4. აკადემიური კარიერა – უნივერსიტეტის დონეზე კვლევა/სწავლება
  5. აკადემიური კარიერა – უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამაზე სწავლება

 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები

საქართველოს მოქალაქე დოქტორანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება:

  • ინფორმაცია საგანმანათლებლო და პრაქტიკული გამოცდილების შესახებ (რეზიუმე)
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის ქონა
  • საკვლევი თემის პროექტი ინგლისურ ენაზე
  • უცხო ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არარსებობის შემთხვევაში ჩაინიშნება შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა)
  • გასაუბრება
  • შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება

უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული: https://ibsu.edu.ge/iro/home/

 

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: კომპიუტერული მეცნიერების დოქტორი
სწავლების ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა: 3 წელი | კრედიტები: 60
სწავლის საფასური: 6000 ლარი

 

ელექტრონული რეგისტრაცია / საბუთების მიღება

დოქტორანტობის კანდიდატმა აუცილებელია რეგისტრაცია გაიაროს სასურველ პროგრამაზე და ასევე საჭირო დოკუმენტაცია გადმოგზავნოს ელ. ფოსტაზე: viktoria.mindiashvili@ibsu.edu.ge

 

საკონტაქტო ინფორმაცია

პროგრამის ხელმძღვანელი: დოქტ. ნიკოლოზ აბზიანიძე
ტელ: (+995 32) 2 800 064 (162)
ელ-ფოსტა: nabzianidze@ibsu.edu.ge
ოთახი: A310

 

პროგრამა