ისწავლე IBSU-ში

  1. მთავარი
  2. /
  3. ისწავლე IBSU-ში
  • ჩვენს შესახებ

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის საქართველოში აკრედიტირებული და ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება რომელიც გთავაზობთ 26 საგანმანათლებლო პროგრამას ინგლისურ ენაზე სწავლების სამივე საფეხურზე – პირველი (ბაკალავრიატი), მეორე (მაგისტრატურა) და მესამე (დოქტორანტურა), განათლებასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, კომპიუტერულ ტექნოლოგიებსა და ინჟინერიაში, ბიზნესის მენეჯმენტსა და სოციალურ მეცნიერებებში.

  • ჩარიცხვის წესი

  • გამოცდების გარეშე მიღება

    ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტებისათვის/სტუდენტებისათვის დაწესებული მოთხოვნები

    სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №224/ნ -ში „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“

    ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლა, ამ წესის შესაბამისად დასაშვებია:

    ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე  პირებისთვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება, ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის (გარდა იმ პირებისა, რომლებიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეები არიან), რომლებმაც საქართველოში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით;

    ბ) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;

    გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

    დ) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში არანაკლებ 75 დღისა ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. (იხილეთ ზემოთ მითითებული წესის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები).

  • ხარისხის მაძიებელი სტუდენტებისთვის

    IBSU-ში სწავლისათვის გთხოვთ შეავსოთ განცადების ელექტრონული ფორმა და გამოაგზავნეთ დამატებით დოკუმენტებთან ერთად ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: admissions@ibsu.edu.ge

     პასპორტის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული და ქართულ ენაზე ნათარგმნი)

     ნოტარიულად დამოწმებულ და ქართულ ენაზე ნათარგმნი სკოლის დამთავრების დამადასტურებელი სერტიფიკატი/ბაკალავრის დიპლომი/მაგისტრატურის დიპლომი (ნოტარიულად დამოწმებული და ქართულ ენაზე ნათარგმნი)

     ნიშნების ფურცელი (ნოტარიულად დამოწმებული და ქართულ ენაზე ნათარგმნი)

     რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი

     ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0; TOEFL – 78) ან სხვა

     შესაბამისად აღიარებული B2 დონის სერტიფიკატი (იმ ბაკალავრებისთვის, რომლებსაც სკოლა აქვთ დამთავრებული ინგლისურ ენაზე, ასევე მაგისტრებისთვის და დოქტორებისთვის, რომლებსაც უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა დასრულებული აქვთ ინგლისურ ენაზე, მათთვის სერტიფიკატის წარმოდგენა არ არის სავალდებულო).

     საერთაშორისო ხარისხის მობილობის შემთხვევაში (ტრანსფერი) აპლიკანტი ვალდებულია წარმოადგინოს ჩარიცხვის ბრძანება იმ უნივერსიტეტიდან, სადაც ირიცხება

     ფოტოსურათი (3×4)

    გთხოვთ, იხილოთ IBSU-ს სკოლები და პროგრამები ბმულზე (IBSU Schools & Programs). დოკუმენტების გამოგზავნის შემდგომ, IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელი ჩაგინიშნავთ ონლაინ გასაუბრებას, რომლის წარმატებით გავლის შემდგომ გადაიხდით სააპლიკაციო მოსაკრებელს შემდეგ ანგარიშზე (ლინკი).

    მას შემდეგ რაც აპლიკანტის საბუთები IBSU-ს წარმომადგენლის მიერ გაიგზავნება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში და განმცხადებელს ეცნობება ცენტრიდან მოსული პასუხი, აპლიკანტი გადაიხდის სწავლის საფასურს რის საფუძველზეც მიიღებს IBSU-ს ჩარიცხვის წერილს.

  • აკადემიური კალენდარი

  • ბინადრობის ნებართვა

    საქართველოში სწავლისათვის, სტუდენტმა ბინადრობის ნებართვაზე უნდა შეიტანოს განაცხადი სერვისების განვითარების სააგენტოში საქართველოში ჩამოსვლიდან პირველი 3 თვის განმავლობაში. (იხილეთ ბმული https://sda.gov.ge/).

    ბინადრობის ნებართვის სარეგისტრაციო საფასური:
    30-ე კალენდარული დღე – 300 ლარი
    20-ე კალენდარული დღე – 450 ლარი
    მე-10 კალენდარული დღე – 600 ლარი

    აპლიკანტები ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარსადგენად პირადად უნდა ეწვიონ იუსტიციის სახლს.

  • ვიზასთან დაკავშირებული ინფორმაცია

    საქართველოში სწავლისათვის აპლიკანტი უკვე ჩარიცხული უნდა იყოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ვიზის მისაღებად აპლიკანტმა უნდა გააკეთოს შესაბამისი განცხადება (იხილეთ ბმული https://mfa.gov.ge). ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ აღნიშნული პროცედურის დაწყება საკუთარ ქვეყანაში არსებულ საქართველოს საელჩოში ან საქართველოში ჩამოსვლის შემდგომ.

     

    ქვეყნების სია: შეამოწმეთ, არის თუ არა თქვენი ქვეყანა უვიზო რეჟიმის კატეგორიაში

    ქვეყნების სია: შეამოწმეთ, გჭირდებათ თუ არა ვიზა საქართველოში ჩამოსვლამდე

    საქართველოს საელჩოების სია საზღვარგარეთ: შეამოწმეთ, არის თუ არა საქართველოს საელჩო/მისია/წარმომადგენელი თქვენს ქვეყანაში ვიზის მოთხოვნისთვის.

  • რამდენად უსაფრთხოა თბილისი სწავლისა და ცხოვრებისთვის?

    თბილისი საერთაშორისო სტუდენტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და მსოფლიოს ყველაზე მეგობრული ქალაქია.

    ამჟამინდელი Numbeo Safety Index-ის მიხედვით, თბილისს მინიჭებული აქვს 80 ქულა და უსაფრთხოების მხრივ 374 ქალაქიდან მე-15 ადგილს იკავებს.

  • რამდენად ძვირია თბილისი საცხოვრებლად?

    ცხოვრების ღირებულება მნიშვნელოვანი ფინანსური ტვირთია სტუდენტთათვის, სწავლის საფასურის გარდა, მათ უნდა გაიღონ ისეთი ხარჯებიც, როგორიცაა საცხოვრებელი, კვება და სოციალური საჭიროებები.

    ამჟამინდელი Numbeo Cost of Living Index-ის მიხედვით, თბილისს მინიჭებული აქვს 28,25 ქულა და 476 ქალაქიდან 321-ე ადგილს იკავებს საცხოვრებელი ხარჯების სიძვირის მიხედვით (რაც უფრო მაღალია რეიტინგი, მით უფრო ძვირია საცხოვრებელი ხარჯები). თბილისში ტრანსპორტირება, კვება და სხვა სახის პროდუქცია და მომსახურება ფინანსურად ზოგადად ხელმისაწვდომია.

    ვერ პოულობთ თქვენს კითხვებზე პასუხებს IBSU-ს ვებგვერდზე? გთხოვთ მოგვწეროთ: iro@ibsu.edu.ge