პროგრამის მიზანი

არქიტექტურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია:

  • არქიტექტორის პროფესიისათვის ფართო თეორიულ-პრაქტიკული ცოდნისა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, რისთვისაც სტუდენტი დაეუფლება საპროექტო არეალის მახასიათებლებს შესწავლის არსებულ სამშენებლო ნორმატივებს, რათა სტუდენტს ჩამოუყალიბოს პროფესიონალური არქიტექტურული პროექტის შექმნის უნარი.
  • სტუდენტს მისცეს ცოდნა არქიტექტურის ისტორიის თეორიულ ასპექტებზე; პროექტირების/კონცეფციების ხორცშესხმისთვის აუცილებელ პროცედურებზე, ქალაქმშენებლობის პროცესებში თანამედროვე ტექნოლოგიების და საინჟინრო საკითხების შესახებ.
  • მოამზადოს დარგის სპეციალისტი, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად და შემდეგ საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად.
  • სტუდენტებმა შეძლონ არქიტექტურის სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის ნაშრომის მომზადება წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად და მოახდინონ მისი ეფექტური წარდგენა დაინტერესებული აუდიტორიისათვის.

 

სწავლის შედეგები

არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულებს ჩამოუყალიბდებათ სპეციალობისთვის აუცილებელი შემდეგი ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციები.

 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

  • საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, რომელსაც აქვს სახელმწიფოს მიერ დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტი და რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოიპოვებს სწავლის უფლებას აღნიშნულ პროგრამაზე. სწავლის უფლების მოპოვების შემდეგ პირმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში უნდა გაიროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია.
  • პირებს, რომლებსაც „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანების საფუძველზე უფლება აქვთ ჩაირიცხონ უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე. აღნიშნული პირები ვალდებულნი არიან დაადასტურონ ქართული ენის B2 დონეზე ფლობა.
  • ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების შესაბამისად მობილობის წესით ჩარიცხულ სტუდენტები.
  • საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მოპოვების სავალდებულო პროცედურაა შემოქმედებითი ტური, რაც გულისხმობს აბიტურიენტის მიერ შესრულებული ნახატების წარდგენას, რომლებსაც აფასებენ დარგის ექსპერტები/სპეციალისტები. გასაუბრების ჩატარების პროცედურა და ეტაპები აღწერილია შესაბამის დებულებაში.

 

სწავლის საფასური

ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულებისთვის: 5990 ლარი

ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხულებისთვის: 4500 აშშ დოლარი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია : არქიტექტურის ბაკალავრი
სწავლების ენა ქართული
პროგრამის მოცულობა კრედიტებით: 240 ECTS

საერთაშორისო აპლიკანტების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე https://ibsu.edu.ge/iro/admission/ ).

 

კონტაქტი

ელფოსტა: gtsanatskenishvili@ibsu.edu.ge
ტელეფონი: + 995 322 800 064
ოთახი:  # A310
მისამართი: N2, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13კმ, 0130, თბილისი, საქართველო

 

პროგრამა