- 07/04/2026

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა ინტერაქციული შეხვედრა HR & ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტთან, თეონა ბაღათურიასთან. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი რეკომენდაციები: ეფექტური CV-ის შექმნის შესახებ, რომელიც დამსაქმებლის ყურადღებას იპყრობს; პროფესიონალური LinkedIn პროფილის აწყობის პრინციპებზე; გასაუბრების პროცესში სწორად კომუნიკაციის მნიშვნელობაზე; და იმ სტრატეგიებზე, რომლებიც დამწყებ კანდიდატებს კონკურენტულ უპირატესობას აძლევს. ინტერაქციულ ფორმატში გამართული ლექცია მონაწილეებს საშუალებას აძლევდა, აქტიურად

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა ინტერაქტიული საჯარო ლექცია, რომელიც სტუდენტებს კარიერული განვითარების საწყის ეტაპზე საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერებაში დაეხმარა. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს, როგორ გადადგან პირველი ნაბიჯები კარიერისკენ თავდაჯერებულად, როგორ აქციონ ამბიცია მოტივაციად, როგორ გაუმკლავდნენ სტრესსა და შფოთვას და როგორ ააშენონ წარმატებული კარიერა Burnout-ის გარეშე. ლექციას უძღვებოდა ფსიქოლოგი და IBSU-ს აფილირებული ასისტენტ პროფესორი, ბექა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა PricewaterhouseCoopers (PwC)-ს – „დიდი ოთხეულის“ წევრ ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო კომპანიას აუდიტის, ფინანსებისა და კონსალტინგის სფეროში. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს პრაქტიკული ინფორმაცია PwC-ში მუშაობის სპეციფიკის შესახებ, გაეცნენ სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობებს და მოისმინეს რეკომენდაციები ფინანსურ სფეროში კარიერის დაწყების შესახებ. ასევე, ღონისძიებაზე სპიკერად იყო IBSU-ს კურსდამთავრებული, რომელიც დღეს PwC-ში მუშაობს და დამსწრეებს

გლობალური ლიდერი აუდიტსა და კონსალტინგში EY Georgia შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში! შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ აუდიტისა და კონსალტინგის სფეროში გლობალური ლიდერის საქმიანობას. სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია კარიერული განვითარების შესაძლებლობებისა და რეკრუტინგის პროცესის შესახებ. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და მოიცავდა კითხვა-პასუხის სესიას. აღსანიშნავია, რომ EY-მ გამოაცხადა სტაჟირების პროგრამა, რაც IBSU-ს სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან კარიერულ შესაძლებლობას

IBSU-ს კარიერული დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე:“განვითარების საერთაშორისო დახმარება: საქმიანობის პრაქტიკული ასპექტები და კარიერული შესაძლებლობები.“ ლექციას უძღვებოდა ივანე შამუგია, დიპლომატიის მაგისტრი, საერთაშორისო კონსულტანტი პოლიტიკის მართვისა და ინსტიტუციური რეფორმების მიმართულებით. შეხვედრა ინტერაქციული სახის იყო და დისკუსიის ფორმატში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ ფუნქციონირებს საერთაშორისო დახმარების სისტემა, რა პრაქტიკული გამოცდილება დაეხმარებათ ამ სფეროში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერის განვითარების სამსახურის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის გაიმართა შეხვედრა HR კონსულტანტთან თემაზე – “როგორ შევქმნათ ეფექტური რეზიუმე–შენ ხარ ბრენდი.” კარიერის სერტიფიცირებულმა კონსულტანტმა სალომე ერაგიამ IBSU-ს სტუდენტებს გააცნო ინფორმაცია რეზიუმის შექმნის, ფორმატირებისა და პროფესიული დიზაინის შესახებ; ასევე, უნარების სწორად მითითება, LinkedIn-ს ოპტიმიზაცია და რეზიუმესთან დაკავშირებული სხვა დეტალები.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული დაგეგმვისა და განვითარების სამსახური ორგანიზებით, კომპანია ‘ჯეპრას’ წარმომადგენლებმა ბიზნესის სკოლის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს. სტუდენტები გაეცნენ კომპანიის საქმიანობას და შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე მიეღოთ დასაქმების რეალური შეთავაზება.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, უნივერსიტეტმა უმასპინძლა შეხვედრას თემაზე “დასაქმებისათვის აუცილებელი ტოპ-მოთხოვნადი უნარები.” ინტერაქტიურ შეხვედრას უძღვებოდა “Jungian Coaching School – International’-ის გენერალური მენეჯერი, ნინო ბერუაშვილი. სტუდენტებმა შეასრულეს პრაქტიკული სავარჯიშოები, რაც მათ სოციალური უნარების, ემოციური ინტელექტისა და კომპლექსური აზროვნების განვითარებაში დაეხმარება.

კარიერის დაგაგმვისა და განვითარების სამსახურის ინიციატივით, IBSU-ს სტუდენტებისთვის გაიმართა ინტერაქციული შეხვედრა თემაზე – “პირველი სამსახური – როგორ დავიწყოთ სწორად.” შეხვედრას უძღვებოდა Lemon Capital Consulting-ის დამფუძნებელი და ფსიქოლოგიის დოქტორი თამარ ტურაშვილი. სტუდენტები გაეცნენ დასაქმების ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს და ასევე მიიღეს პროფესიონალური რჩევები პირველი გასაუბრებისთვის.