IBSU-ში სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

  1. Home
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IBSU-ში სახელმწიფო ენის დღისადმი...
IBSU-ში სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
  • 14/04/2026

IBSU-ში სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

14 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც ქართული ენის მნიშვნელობისა და მისი თანამედროვე გამოწვევების გააზრებას მიეძღვნა.

ღონისძიების ფარგლებში, ჟურნალისტიკისა და ქართულის, როგორც უცხო ენის მიმართულების სტუდენტებმა ისაუბრეს საქართველოს სახელმწიფო ენისადმი მათს დამოკიდებულებასა და გავრცელებულ შეცდომებზე მედიასა თუ აბრებზე დაკვირვებით მოძიებული ენობრივი მასალების მიხედვით.

სტუდენტებმა ასევე მოისმინეს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ ლია ქაროსანიძის საჯარო ლექცია თემაზე: „ბარბარიზმები, ანგლიციზმები, ნეოლოგიზმები ქართულ ტერმინოლოგიურ ბაზაში (ტერმინთბანკში) და მათი მართვა თანამედროვე ეპოქაში“.

მოწვეული სტუმრის გარდა სახელმწიფო ენის დღე სტუდენტებს მიულოცა ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მაგდა მემანიშვილმა, ქართულის, როგორც უცხო ენის სპეციალისტმა, მაკა ფარქოსაძემ, სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის სილაბუსის თანაავტორებმა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორებმა: თამარ მშვიდობაძემ, მარიამ ბაკურიძემ და ნათია ფუტკარაძემ.