სიახლეები
- Home
- /
- საერთაშორისო ურთიერთობები
- /
- ერაზმუს+ თანამშრომლების პროგრამის ფარგლებში...

- 24/04/2026
ერაზმუს+ თანამშრომლების პროგრამის ფარგლებში ISAG-ის პროფესორმა IBSU-ში ლექცია წაიკითხა
ერაზმუს+ თანამშრომლების მობილობის პროგრამის ფარგლებში, IBSU-მ უმასპინძლა პროფესორ ბრუნო ვიეირას. ვიზიტის განმავლობაში პროფესორმა ვიეირამ წაიკითხა ლექცია თემაზე: „Mastering the Art of Collaboration and Citations “.
ლექციის შემდეგ, პროფესორი ვიეირა შეხვდა ვიცე-პრეზიდენტს, კვლევისა და საერთაშორისო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელს და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელს. შეხვედრაზე განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები და ინსტიტუციური კავშირების გაძლიერება.
ISAG და IBSU პარტნიორები არიან 2016 წლიდან.





