სიახლეები
- Home
- /
- საერთაშორისო ურთიერთობები
- /
- ერაზმუს+ თანამშრომლების პროგრამის ფარგლებში...

- 24/04/2026
ერაზმუს+ თანამშრომლების პროგრამის ფარგლებში ISAG-ის პროფესორმა IBSU-ში ლექცია წაიკითხა
ერაზმუს+ თანამშრომლების მობილობის პროგრამის ფარგლებში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა პროფესორ ბრუნო ვიეირას , პარტნიორი უნივერსიტეტიდან – ISAG.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა ვიეირამ სტუდენტებისათვის ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „Mastering the Art of Collaboration and Citations“, სადაც განხილული იყო აკადემიური თანამშრომლობის ეფექტური სტრატეგიები, სამეცნიერო ნაშრომებში ციტირების მნიშვნელობა და თანამედროვე კვლევითი სტანდარტები.
ლექციის დასრულების შემდეგ ბრუნო ვიეირა შეხვდა უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტს, კვლევისა და საერთაშორისო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელსდა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელს. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს არსებული პარტნიორობის გაღრმავებისა და სამომავლო თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე.
აღსანიშნავია, რომ IBSU და ISAG წარმატებით თანამშრომლობენ 2016 წლიდან, რაც მოიცავს როგორც აკადემიურ გაცვლით პროგრამებს, ასევე ერთობლივ საგანმანათლებლო და კვლევით ინიციატივებს.





