სიახლეები
- Home
- /
- სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის...
- /
- სამართლის სკოლის სტუდენტებს ახალი...

- 17/04/2026
სამართლის სკოლის სტუდენტებს ახალი დეკანი იოსებ ვარძელაშვილი შეხვდა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებს სკოლის ახალი დეკანი, იოსებ ვარძელაშვილი შეხვდა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა სტუდენტებთან უშუალო კომუნიკაციის დამყარებას. დეკანმა სტუდენტებს გააცნო სამართლის სკოლის განვითარების ხედვა, სასწავლო პროცესთან დაკავშირებული პრიორიტეტები და ის ინიციატივები, რომლებიც სტუდენტთა აკადემიური და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას ემსახურება.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები. როგორც დეკანმა აღნიშნა, რომ სტუდენტების აქტიური ჩართულობა სამართლის სკოლის განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.


