სიახლეები
- Home
- /
- კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის...
- /
- IBSU-მ დასავლეთ საქსონიის გამოყენებითი...

- 08/05/2026
IBSU-მ დასავლეთ საქსონიის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტის დოქტორანტს უმასპინძლა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლამ დასავლეთ საქსონიის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტის დოქტორანტს, ალექსანდრე ნესკეს უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ნესკემ მდგრადი ციფრული და ბიზნესის ტრანსფორმაციის მიმართულებით საჯარო ლექცია გამართა სკოლის აკადემიურ პერსონალისა და სტუდენტებისათვის.
ცალკე სესიის ფარგლებში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა და სემინარი თემაზე: „მდგრადობა და პროდუქტების ციფრული პასპორტი (DPP) – ეკოლოგიურად მდგრადი პროდუქტის ეკოდიზაინის რეგულაციის (ESPR) ფარგლებში“. აღნიშნული სემინარი ევროკავშირის ახალ რეგულაციას ეხებოდა, რომელიც თანამედროვე ცირკულარული ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის აქტიური ჩართულობით. კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტებისგან დაკომპლექტებულმა ორმა გუნდმა პრაქტიკული პროექტების შემუშავებაზე იმუშავა, რის შემდეგაც მონაწილეებმა საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს და დისკუსია გამართეს.
სტუდენტების ნამუშევრებმა მაღალი შეფასება დაიმსახურა. მონაწილეებმა სფეროს წარმომადგენლებისა და ექსპერტისგან ღირებული რეკომენდაციები და პროფესიული რჩევები მიიღეს.
ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ნესკემ პროგრამის ხელმძღვანელთან, პროფესორ ნიკოლოზ აბზიანიძესთან ერთად, მიმდინარე წლის შემოდგომაზე სამომავლო ვიზიტიც დაგეგმა, რომელიც უფრო ინტენსიურ პროგრამას მოიცავს. ასევე, დაიგეგმა მომავალში საბაკალავრო ნაშრომების ერთობლივი ხელმძღვანელობა და IBSU-ს სტუდენტებთან თანამშრომლობით სხვადასხვა პროექტის განხორციელება.
ვიზიტის დასასრულს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ქალბატონმა მედინა მამედოვამ, სტუმარს უნივერსიტეტის სახელით სიმბოლური საჩუქრები გადასცა.








