სიახლეები

- 18/05/2026
BSU-ში განათლების, ენისა და ლიტერატურის მე-16 საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია – IRCEELT გაიმართა
უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 116 მკვლევარმა საქართველოდან, აშშ-დან, კანადიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან და ირანიდან. IRCEELT 2026-ის ფარგლებში მოწვეულმა ცხრა ამერიკელმა სპიკერმა კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარა საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკული ხედვები განათლების სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტიან გამოყენებაზე.
კონფერენციის მთავარი თემები განათლების სფეროში თანამედროვე გამოწვევებსა და ინოვაციურ მიდგომებს შეეხებოდა. მონაწილეებმა იმსჯელეს სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციაზე, სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებაზე, სასწავლო გარემოს მართვაზე, განათლების ლიდერობაზე, მენეჯმენტსა და ადმინისტრირებაზე, ასევე უცხოური ენების სწავლების თანამედროვე მეთოდებზე.
კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ლუკა კავთელიშვილმა, მონაწილეებს მიესალმნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელი სარა საპერსტინი. კონფერენციის გახსნას ესწრებოდნენ სტუმრები რუსთაველის ფონდიდან და პარტნიორი უნივერსიტეტებიდან.
IRCEELT 2026 საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა და მიეძღვნა აშშ-ს ისტორისს 250 წლის იუბილეს.
წლევანდელი კონფერენციის გამორჩეული სტატიები დაიბეჭდება Cambridge Scholar Publication-ში.





