IBSU-ში brAInvest Hackathon ჩატარდა - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სიახლეები

  1. Home
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. IBSU-ში brAInvest Hackathon ჩატარდა
IBSU-ში brAInvest Hackathon ჩატარდა
  • 27/05/2026

IBSU-ში brAInvest Hackathon ჩატარდა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში წარმატებით ჩატარდა brAInvest Hackathon – ორდღიანი ინოვაციური ჰაკათონი, რომელმაც სტუდენტები, მოსწავლეები, მენტორები და ტექნოლოგიური ეკოსისტემის წარმომადგენლები გააერთიანა. მონაწილეები 48 საათის განმავლობაში მუშაობდნენ ინოვაციურ პროექტებზე, ავითარებდნენ იდეებს MIT-ის Orbit AI პლატფორმის დახმარებით და საკუთარ ნამუშევრებს ჟიურის წინაშე წარადგენდნენ.

ჟიურის გადაწყვეტილებით, საპრიზო ადგილები სამმა გუნდმა დაიკავა:

ARIA – 2 000 ლარი
ინოვაციური გადაწყვეტა, რომელიც ორგანიზაციებს მიღებული აპლიკაციების ეფექტურად მართვასა და საუკეთესო კანდიდატების შერჩევაში ეხმარება.
გუნდის წევრები: ბარბარე ქავთარაძე, ოთო თურქიაშვილი, გიორგი ქავთარაძე, გურამ გეთია.

Kentsero – 2 000 ლარი
პლატფორმა, რომელიც სტუდენტებს აკადემიური მოსწრების მიხედვით ქულების დაგროვებისა და პარტნიორ ობიექტებში მათი სხვადასხვა სარგებელზე გადაცვლის შესაძლებლობას აძლევს.
გუნდის წევრები: მარიამ კარუმიძე, თეკლა კიპაროიძე, ქეთი მეკოშკიშვილი, მათე რეხვიაშვილი, გიორგი ციხელაშვილი.

EduMatch – 1 000 ლარი
AI-ზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც აბიტურიენტებს პროფესიული ინტერესების აღმოჩენასა და უნივერსიტეტების შესახებ ინფორმაციის მიღებაში ეხმარება.
გუნდის წევრები: დემეტრე ნადირაძე, მარინე ლაბაძე, იოანე აბაშიძე, გიგა ქვათაძე.

პროექტები შეაფასა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ CityPay.io-ს დირექტორი ლაშა გოგუა, MIT-ში გადამზადებული ლექტორები ნანა ბიწაძე და ნათია გიორგაძე, IBSU-ს ბიზნესის სკოლის დეკანი მარიკა კლდიაშვილი, კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანი მარინა რაზმაძე.

ვულოცავთ გამარჯვებულ გუნდებს და მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს, მენტორსა და პარტნიორს ინოვაციების, თანამშრომლობისა და მეწარმეობრივი აზროვნების მხარდაჭერისთვის.