უნივერსიტეტი ყოველწლიურად გამოსცემს ქართულ და ინგლისურენოვან სამეცნიერო რეფერირებად საერთაშორისო ჟურნალებს მეცნიერების სხვადასხვა დარგში. ჟურნალების სარედაქციო კოლეგიები დაკომპლექტებულია საერთაშორისო დონეზე აღიარებული დარგის სპეციალისტებითა და მკვლევარებით.
თანამედროვე სამართლის ჟურნალი გამოიცემა, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ. წარმოდგენილი მასალების მოცულობის გათვალისწინებით, განიხილება სპეციალური პუბლიკაციების გამოცემაც რომელიმე კონკრეტული ქვესფეროს ან ავტორთა ჯგუფისთვის, განსაკუთრებით სტუდენტთა ფორუმისთვის. გამოსაქვეყნებელ მასალებს უცხოელი სპეციალისტები დაარედაქტირებენ. რედაქტორთა საბჭო გადაწყვეტს სტატიის გამოქვეყნებას. ჟურნალი არის გამოცემა: ქართული და ინგლისური.
ჟურნალის ვებგვერდი: თანამედროვე სამართლის ჟურნალი
ჟურნალის მიზანია გამოაქვეყნოს მაღალი ხარისხის ნაშრომები, რომლებიც საერთაშორისო (ან მინიმუმ რეგიონული) მნიშვნელობისაა. ჟურნალი ორიენტირებულია კვლევისა და პრაქტიკის კოლაბორაციაზე, პროფესიული განვითარებასა და განათლების სფეროში პრაქტიკის გაუმჯობესებაზე. გამოსაცემად მიღებული ნაშრომები შემოწმებულია საერთაშორისო ექსპერტების მიერ აკადემიური მთლიანობის უზრუნველსაყოფად. ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიები ეხება შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში განათლების მიმართულებით არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებს
ჟურნალის ვებგვერდი: შავი ზღვის რეგიონის განათლების ჟურნალი
ჟურნალი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში (JH) არის IBSU-ს ოფიციალური სამეცნიერო რეფერირებული მულტიდისციპლინური და რეცენზირებული, მეცნიერულად ინდექსირებული ჟურნალი, რომელიც გამოიცემა წელიწადში ორჯერ ჟურნალი წარმატებით გამოიცემა 2012 წლიდან. ჟურნალი შეიცავს სტატიებს პედაგოგებისთვის, მკვლევარებისთვის, პოლიტიკის შემქმნელებისთვის და მეცნიერებისთვის. ჟურნალის მიზანია ჰუმანიტარულ მეცნიერებებში წვლილის შეტანა. ჟურნალი აერთიანებს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: ამერიკული ლიტერატურა, ამერიკული კულტურა და მულტიკულტურული კვლევები, ამერიკელი ქალების ისტორია, გენდერული კვლევები, ამერიკის ისტორია, ფსიქოლოგია, ენა, ფილოსოფია, გეოგრაფია, ამერიკული პოპ კულტურის ისტორია, საზოგადოებასთან ურთიერთობა, უსაფრთხოების საკითხები, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, პოლიტიკა და სხვა.
ჟურნალის ვებგვერდი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ჟურნალი
ბიზნესის ჟურნალი (JB) არის IBSU-ს ბიზნესის სკოლის ოფიციალური სამეცნიერო, მრავალდისციპლინური ჟურნალი, რომელიც წელიწადში ორჯერ გამოიცემა. ჟურნალი აქვეყნებს ბიზნესის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების მიმართულებით სამეცნიერო ნაშრომებს, რომლებიც კონცენტრირებულია ბიზნესის საქმიანობის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებზე. ჟურნალის მიზანია ხელი შეუწყოს ბიზნესკვლევებთან დაკავშირებული იდეებისა და კვლევის შედეგების გავრცელებას და შესთავაზოს მკითხველს ინფორმაცია სხვადასხვა საინტერესო თემაზე.
ჟურნალის ვებგვერდი: ბიზნესის ჟურნალი
ტექნიკური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ჟურნალი (JTST) არის საერთაშორისო აკადემიური ჟურნალი, რომელიც აქვეყნებს სტატიებს ტექნიკურ მეცნიერებებში, მათ შორის მათემატიკაში, ფიზიკაში, ბიოლოგიაში, ქიმიაში, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ინჟინერიაში. ჟურნალს გააჩნია ბეჭდური და ონლაინ ვერსიები. ჟურნალი აქვეყნებს სამეცნიერო კვლევების შედეგებს ტექნიკური მეცნიერებების ყველა ზემოხსენებულ დარგში და ყურადღებას ამახვილებს აღნიშნულ სფეროებში ახალ მიღწევებსა და აპლიკაციებზე. JTST მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მსოფლიო მასშტაბით იდეებისა და გამოცდილების გაცვლას მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს შორის, რომლებსაც საერთო ინტერესები აქვთ. ჟურნალი საინტერესოა როგორც სამეცნიერო, ისე კვლევითი ინსტიტუტების მკვლევარებისთვის, ასევე უნივერსიტეტების აკადემიური და კვლევითი პერსონალისთვის.
ჟურნალის ვებგვერდი: ტექნიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
სოციალური მეცნიერებების ჟურნალი (JSS) არის IBSU-ს მულტიდისციპლინური და ინდექსირებული ჟურნალი, რომელიც გამოიცემა წელიწადში ორჯერ. ჟურნალი წარმატებით გამოდის 2012 წლიდან. ჟურნალი აქვეყნებს სამეცნიერო ნაშრომებს სოციალური მეცნიერებების სფეროში, რომლებიც კონცენტრირებულია პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საკითხებზე, აგრეთვე სფეროს კვლევებზე, განსაკუთრებით კი შავი ზღვის ფართო რეგიონზე. ჟურნალის მიზანია გააანალიზოს სხვადასხვა საკითხები და მიაწოდოს მკითხველს ახალი პერსპექტივები სოციალური კვლევების თემებზე, რომელიც მიიღწევა სხვადასხვა სფეროში ინოვაციური და ანალიტიკური სტატიების გამოქვეყნებით.
ჟურნალის ვებგვერდი: სოციალური მეცნიერებათა ჟურნალი
უნივერსიტეტში ყოველწლიურად ტარდება მასშტაბური საერთაშორისო კონფერენციები მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებით. კონფერენციებში მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო დონეზე აღიარებული დარგის წამყვანი სპეციალისტები.
IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიური კონფერენცია განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებითა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობით ყოველწლიურად ტარდება. ქართველი, ამერიკელი და ევროპელი მეცნიერები კონფერენციაზე ამერიკისმცოდნეობის მულტიდისციპლინური და ინტერდისციპლინური ხასიათის სტატიებს წარადგენენ, რომელიც მოიცავს აშშ-ს ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროს. პროფესორების ნაშრომებთან ერთად წარმოდგენილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საუკეთესო სტუდენტების კვლევებიც, რაც დიდ სტიმულს აძლევს ჩვენს მომავალ ახალგაზრდა მეცნიერებს.
კონფერენციის ვებგვერდი: ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
მულტიდისციპლინური სტუდენტური ყოველწლიური კონფერენციის მიზანია წაახალისოს და ჩართოს სტუდენტები კვლევით საქმიანობაში, ხელი შეუწყოს კვლევითი და ანალიტიკური უნარებისა და ისეთი ტრანსფერული უნარების გამომუშავებას, როგორიცაა დამოუკიდებლად კვლევის განხორციელება, ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, საკუთარი მოხსენების წარდგენა და მოსაზრებების დაცვა. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვადასხვა მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების მიერ ახალი და საინტერესო იდეების გენერირებას, აზრებისა და გამოცდილების გაზიარებას. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ასევე სხვა ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს.
კონფერენციის ვებგვერდი: საერთაშორისო მულტიდისციპლინარული სტუდენტური კონფერენცია
აბრეშუმის გზის ყოველწლიური კონფერენცია აერთიანებს მეცნიერებს სხვადასხვა რეგიონიდან თბილისში, რათა განიხილონ სამხრეთ კავკასიასა და მეზობელ რეგიონებში აქტუალური საკითხები: უსაფრთხოება და კონფლიქტები, ეკოლოგია, ეკონომია, სამართალი, ლოგისტიკა, პოლიტიკა, საზოგადოება, კულტურა, ტექნოლოგია და ა.შ. კონფერენციის სამუშაო ენებია: ინგლისური და ქართული.
კონფერენციის ვებგვერდი: აბრეშუმის გზის საერთაშორისო კონფერენცია
კონფერენციის მიზანია შეკრიბოს მკვლევრები, პრაქტიკოსები და პოლიტიკის შემქმნელები, რათა განიხილონ საკითხები, დაძლიონ გამოწვევები, განვითარდნენ პროფესიულად, გაიზიარონ მოსაზრებები, იპოვონ გადაწყვეტილებები და გამოიკვლიონ შესაძლებლობები განათლების სფეროებში. კონფერენცია ემსახურება თეორიასა და პრაქტიკას შორის მჭიდრო კავშირის ხელშეწყობას და იკვლევს კვლევის შედეგების პრაქტიკაში გამოყენების სხვადასხვა პერსპექტივას. კონფერენციის სფერო მოიცავს საინტერესო დისციპლინებს: განათლება, განათლების ისტორია, განათლების ფსიქოლოგია, კლასის მენეჯმენტი, საგანმანათლებლო ლიდერობა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება, ინგლისური ენის სწავლების მეთოდები, საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლებასა და სწავლაში, ანგლო-ამერიკული ლინგვისტიკის განათლების ისტორია.
კონფერენციის ვებგვერდი: საერთაშორისო კონფერენცია განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად აწყობს საერთაშორისო კონფერენციას ისტორიის, ხელოვნების, ლიტერატურისა და კულტურის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. კონფერენციის მიზანია შეკრიბოს მკვლევრები და პრაქტიკოსები, რათა განიხილონ საკითხები, გაუმკლავდნენ რეალურ გამოწვევებს, განვითარდნენ პროფესიულად, გაიზიარონ მოსაზრებები, იპოვონ გადაწყვეტილებები და გამოიკვლიონ შესაძლებლობები შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში ისტორიის, ხელოვნების, ლიტერატურისა და კულტურის სფეროებში. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მონაწილეებს. აპლიკანტს უნდა ჰქონდეს მინიმუმ მაგისტრის ხარისხი.
კონფერენციის ვებგვერდი: სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში ისტორიის, ხელოვნების, ლიტერატურისა და კულტურის საერთაშორისო კონფერენცია
ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მკვლევრებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას სხვადასხვა საკითხზე. კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები აერთიანებს შემდეგ სფეროებს: განათლება, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, საერთაშორისო მეცნიერებები, ბიზნესი, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ფინანსები და ეკონომიკა, ბუღალტერია, აუდიტი, კომპიუტერული მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ციფრული მედია და კომუნიკაცია, სამართალი, ადამიანის უფლებები, ჟურნალისტიკა, არქიტექტურა.
კონფერენციის ვებგვერდი: ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო კონფერენცია
უნივერსიტეტში ფუნქციონირებს საერთაშორისო კვლევების ცენტრი და მულტიდისციპლინური კვლევის ცენტრი.