1. მთავარი
  2. /
  3. საქართველოს ბანკის სტიპენდია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში ჩაერთო.

პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებს მეორე სემესტრის სწავლის საფასური სრულად დაუფინანსდებათ.

სტიპენდიის მიღება შეუძლიათ მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს, რომელთაც აქვთ 3.8-ზე მაღალი GPA და სწავლობენ შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:

  1. საერთაშორისო ურთიერთობები
  2. კომპიუტერული მეცნიერება
  3. ფინანსები
  4. მარკეტინგი
  5. მენეჯმენტი
  6. საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი
  7. სამართალმცოდნეობა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) საერთაშორისო ურთიერთობების, მარკეტინგის, ფინანსების, ჟურნალისტიკის, საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტისა და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამების თოთხმეტმა სტუდენტმა საქართველოს ბანკის სტიპენდია მოიპოვა.

ასევე, არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა ლიზი ხოფერიამ გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია მოიპოვა.

IBSU ულოცავს წარმატებულ სტუდენტებს სტიპენდიის მოპოვებას.