[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

საქართველოს ბანკის სტიპენდია

Bog

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში ჩაერთო. პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებს მეორე სემესტრის სწავლის საფასური სრულად დაუფინანსდებათ.

სტიპენდიის მიღება შეუძლიათ მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს, რომელთაც აქვთ 3.8-ზე მაღალი GPA და სწავლობენ შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:

  1. საერთაშორისო ურთიერთობები
  2. კომპიუტერული მეცნიერება
  3. ბიზნესის ადმინისტრირება
  4. ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი
  5. სამართალმცოდნეობა

კრიტერიუმების მიხედვით შერჩეული კანდიდატების ვინაობა 12 დეკემბერს გახდება ცნობილი და გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

07/02/2024

გაინტერესებს საერთაშორისო სტიპენდიები, დასაქმების ხელშემწყობი პროექტები და სხვა შესაძლებლობები?

საქართველოს ბანკმა შექმნა შექმნა პროექტები თუ როგორ:

  • მოიპოვო ადგილობრივი სტიპენდია
  • გაემგზავრო და ისწავლო სრული 100%-იანი დაფინანსებით აშშ-ს, გერმანიისა თუ დიდი ბრიტანეთის რჩეულ უნივერსიტეტში
  • ჩაერთო ახალგაზრდულ პროექტებში
  • დაიწყო კარიერა საქართველოს ბანკში და სხვა

თითოეული პროექტი საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში ხორციელდება, რაც დაგეხმარებათ შეძლოთ საკუთარი პოტენციალის რეალიზება და უფრო მეტი წარმატების მიღწევა

გაიგე მეტი csr.bog.ge-ზე, სადაც ადვილად იპოვი საშენო პროექტს: https://bit.ly/3SO54Jl 

12/12/2023

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის 29 სტუდენტი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი გახდა.

სტიპენდიის მოპოვება შეეძლოთ მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე: საერთაშორისო ურთიერთობები, კომპიუტერული მეცნიერება, ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი და სამართალმცოდნეობა, აქვთ 3.8-ზე მაღალი GPA და ხვდებიან შესაბამისი პროგრამის სტუდენტებს შორის ტოპ ათეულში.

პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებს მეორე სემესტრის სწავლის საფასური სრულად დაუფინანსდებათ.

 

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამას მე-14 უნივერსიტეტი შემოუერთდა – რა უნდა იცოდე, თუ IBSU-ში სწავლობ

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც სტუდენტებს სწავლის დაფინანსების შესაძლებლობას აძლევს, კვლავ გრძელდება და მასში უფრო და უფრო მეტი უნივერსიტეტი ერთვება. შრომისმოყვარე და მიზანდასახული სტუდენტები საქართველოს ბანკის პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტიპენდიის მოპოვებას შეძლებენ, თუ მათი უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. საქართველოს ბანკის პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის ერთ-ერთი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტია. სასტიპენდიო პროგრამისა და მის ფარგლებში დაფინანსებული სკოლების შესახებ IBSU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსს, თამარ შოშიაშვილს, ვესაუბრეთ.

საქართველოს ბანკმა პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად სტიპენდიების ახალი მასშტაბური პროექტი დაიწყოპირველ რიგშისაინტერესოაშავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვის შეუძლია სტიპენდიის მოპოვება?

სტიპენდიის მოპოვება შეუძლიათ მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე: საერთაშორისო ურთიერთობები, კომპიუტერული მეცნიერება, ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი და სამართალმცოდნეობა, აქვთ 3.8-ზე მაღალი GPA და ხვდებიან შესაბამისი პროგრამის სტუდენტებს შორის ტოპ ათეულში.

უფრო ვრცლად გვიამბეთ იმ მიმართულებების შესახებრომლებიც საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ფინანსდებარას სთავაზობს IBSU ამ პროგრამების სტუდენტებს?

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამები სტუდენტებს დარგის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლებით უზრუნველყოფს. პროგრამა ერთმანეთთან აკავშირებს საერთაშორისო ურთიერთობების თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს და განაპირობებს კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიანობას როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე. კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია უნივერსიტეტის 40 პროგრამას შორის. კურსდამთავრებულებს პროგრამა აძლევს საფუძვლიან თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას კომპიუტერული მეცნიერების ფუნდამენტურ და თანამედროვე მიმართულებებში, როგორებიცაა კომპიუტერული მეცნიერების მათემატიკური საფუძვლები, ალგორითმები და მონაცემთა სტრუქტურები, კომპიუტერული სისტემები, ქსელები და მათი უსაფრთხოება, მონაცემთა ბაზები, პროგრამული ინჟინერია, კომპიუტერის არქიტექტურა, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების მეთოდები და სხვა;

რაც შეეხება ფინანსებისსაბუღალტრო აღრიცხვის და აუდიტისმენეჯმენტის და მარკეტინგის ბიზნესადმინისტრირების პროგრამებს, ეს მიმართულებები სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თანამედროვე ბიზნეს გარემოს გამოწვევებს უპასუხონ და ხელს უწყობს მათ საკუთარი კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში. სხვათაშორის, ამ მიმართულების სტუდენტებისგან დაკომპლექტებული გუნდები უკვე მესამე წელია, სტაბილურად იკავებენ საპრიზო ადგილებს საქართველოს ბანკის, საქართველოში აშშ-ს საელჩოს და TBSC Consulting-ის ყოველწლიურ საუნივერსიტეტო ბიზნეს ქეისების კონკურსში.

სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტები სწავლობენ სამართლის არსს, სამართლებრივი სისტემების სისტემის ძირითად პრინციპებს, ეროვნული სამართლის სისტემის ძირითად თავისებურებებს, სამართლებრივი სისტემების, ქართული სამართლის ისტორიულ წყაროებს, რომის სამართლის წყაროებსა და ძირითად ინსტიტუტებს, იურისტის (მოსამართლის, ადვოკატის, პროკურორის, ნოტარიუსის) საქმიანობის ეთიკურ პრინციპებს, იურიდიული პროფესიების ზნეობრივ ასპექტებს და სხვა. ჩვენი სტუდენტების გუნდმა წელს ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალურ შეჯიბრში გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ წელს კონკურსზე ყველაზე მეტი — 53 გუნდი და 169 სტუდენტი მონაწილეობდა.

IBSU-ში რამდენია სტიპენდიის მოცულობა და როდიდან დაიწყება გაცემა?

სტიპენდიის მოცულობა ნაწილობრივია. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სტუდენტები, რომელთაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ უკვე არიან სახელმწიფო გრანტის მფლობელები და ასევე სარგებლობენ უნივერსიტეტის შიდა გრანტებით, სტიპენდიის მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალურად. საქართველოს ბანკის სტიპენდიით სტუდენტებს დაუფინანსდებათ სასწავლო წლის მეორე სემესტრის დარჩენილი გადასახდელი თანხა, შესაბამისად, დაფინანსებას სავარაუდოდ, 25-30 სტუდენტი მიიღებს.

რა ეტაპები უნდა გაიაროს სტუდენტმარომ სასტიპენდიო კონკურსში ჩაერთოს?

არსებული, კონკრეტულად განსაზღვრული კრიტერიუმებიდან გამომდინარე, კონკურსის ჩატარება არ გახდა საჭირო. სტუდენტებს, რომლებსაც მეორე სემესტრში სასწავლო წლის დარჩენილი გადასახდელი თანხა დაუფინანსდებათ, უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზიდან გამოვავლენთ, რა თქმა უნდა, აკადემიური მოსწრების შედეგების მიხედვით.

დაბოლოსთქვენი აზრითახალი სასტიპენდიო პროგრამ რამდენად გაზრდის სწავლის მიმართ მოტივაციას?

აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვნად გაზრდის მოტივაციას და სტუდენტების ჩართულობას, რისი თქმის საფუძველს გვაძლევს ჩვენი სტუდენტების პოზიტიური უკუკავშირი აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით. პროგრამის დაანონსებამ მათში უკვე დიდი ინტერესი გამოიწვია.

X