[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია

06.10.2015

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ილიას ჩილოღლუ და ამავე უნივერსიტეტის კანცლერი რესულ დიქმენი თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ.

მხარეებმა მომავალ თანამშრომლობასა და ერთობლივ გეგმებზე ისაუბრეს, გადაწყვეტილება მიიღეს ჩაატარონ ერთობლივი კონფერენიცია და განახორციელონ ერთობლივი კვლევები.

როგორც ილიას ჩილოღლუ ამბობს, საგანმანათლებლო დაწესებულებების მჭიდრო ურთიერთკავშირი ხელს უწყობს აკადემიური პროცესის ხარისხის ამაღლებას და ახალი შესაძლებლობების გაჩენას.

თავის მხრივ, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, რომ IBSU მათ საერთაშორისო ურთიერთობის გაძლიერების მიმართულებით დაეხმარება.

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და შავი ზღვის უნივერსიტეტებს გრძელვადიანი თანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რაც ერთობლივი პროგრამების განხორციელებას, სტუდენტური კონფერენციების მოწყობასა და აკადემიური პერსონალის გაცვლას გულისხმობს.