- Home
- /
- Frequently Asked Questions
პირველ კურსელებისათვის პირველ სემესტრში რეგისტრაცია არის ორ ეტაპიანი. სხვა დანარჩენ შემთხვევაში სტუდენტები რეგისტრაციას გადიან ონლაინ.
არ სჭირდება. უნივერსიტეტში რეგისტრაციის დროს უნდა მოიტანოთ დედანი.
რეგისტრაციის დასრულებამდე უნდა მოხდეს პირველადი შენატანის დაფარვა.
დიახ, აქვს.
Erasmus + და DAAD.
IBSU-ს პარტნიორია 70-ზე მეტი უნივერსიტეტი მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, თითოეულ სტუდენტს შეუძლია მიიღოს უმაღლესი განათლება, როგორც ევროპის მასშტაბით, ასევე აზიის წამყვან სახელმწიფოებში.
მაღალი აკადემიური მოსწრება და აქტიური სტუდენტური ცხოვრება.
რეკომენდირებულია მეორე კურსიდან.
მობილობის წესით გადმოსული სტუდენტის კრედიტების აღიარების მიზნით, სასწავლო პროცესის მართვის სამსახური, შესაბამის პროგრამის ხელმძღვანელთან კოორდინირებით ამზადებს შედარების აქტს და წარუდგენს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს განსახილველად. შედარების აქტის საბოლოო რედაქცია მტკიცდება ფაკულტეტის საბჭოს მიერ. უნივერსიტეტის მიერ აღიარებული კრედიტების შესახებ თანხმობა ან უარი წერილობითი ფორმით დასტურდება სტუდენტის მიერ, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ორგანიზებით.
დიახ, შესაძლებელია. ამაზე შეზღუდვა არ არსებობს.
დიახ, შესაძლებელია. საჭიროა წარმოადგინოთ შესაბამისი დოკუმენტაცია შიდა გრანტის მისაღებად.
მობილობის მსურველმა სტუდენტმა, მას შემდეგ რაც მიიღებენ დადასტურებას მობილობით გადმოსვლის შესახებ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში უნდა გადმოაგზავნოს შემდეგი დოკუმენტაცია:
შიდა მობილობის უფლებით სარგებლობისათვის სტუდენტი ვალდებულია უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტს, IBSU-ს მიერ განსაზღვრულ ვადებში, წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში აუცილებელია წარმოადგინოთ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ვრცელდება სწავლის განსხვავებული საფასური. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია IBSU-ს ვებ გვერდზე www.iro.ibsu.edu.ge ან უნდა დაუკავშირდეთ iro@ibsu.edu.ge; skharaishvili@ibsu.edu.ge
ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამიდან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის უფლებით სარგებლობისას, სტუდენტი ვალდებულია დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნის შესაბამისი დონე. ამ მიზნით შესაბამისი დონეებია:
რაც შეეხება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს. სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულმა სტუდენტმა უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნის B2 დონე, ხოლო სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხულმა სტუდენტმა პროგრამაზე დაშვების წინაპირობიდან გამომდინარე უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნის B2/C1 დონე.
მოთხოვნილი დონის დადასტურების მიზნით, სტუდენტმა შესაძლებელია: წარმოადგინოს ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი ან ჩააბაროს IBSU-ს მიერ დანიშნული ინგლისური ენის გამოცდა ან წარმოადგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მან ამავე დონეზე გაიარა სასწავლო კომპონენტი ინგლისურ ენაზე, რომლის სწავლის შედეგები გადის B2/C1 დონეზე ანდა წარმოადგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მას ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვს დამთავრებული წინა საფეხურის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში მისი ნიშნების საშუალო (GPA) არის სულ მცირე 75 (100-დან) ან 3 (4-დან).
იმ შემთხვევაში თუ სტუდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება საგანმანათლებლო პროგრამით მოთხოვნილი ენის შესაბამისი დონე, სტუდენტმა უნდა გაიაროს ენის დონის განმსაზღვრელი ტესტირება. აღნიშნული ტესტირება ტარდება სტუდენტის მიერ მობილობისთვის განსაზღვრული დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში, არაუგვიანეს კრედიტების აღიარება და ჩასარიცხ პირთა შესახებ შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფაკულტეტების გადაწყვეტილებებისა და დასკვნების მომზადებისათვის განსაზღვრული ვადის დასრულებამდე.
მოთხოვნილი დონის დადასტურების მიზნით, სტუდენტმა შესაძლებელია: ა) წარმოადგინოს ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი; ბ) საბაკალავრო საფეხურზე პირველ სემესტრში ჩარიცხვის მიზნით, სტუდენტს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული უნდა ჰქონდეს სულ მცირე ქულათა ის რაოდენობა, რაც განსაზღვრულია მიმღები საგანმანათლებლო პროგრამისათვის შესაბამის სასწავლო წელს. (50%+1) ან (60%+1) ინგლისური ფილოლოგიის პროგრამისთვის; გ) წარმოადგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მან ამავე დონეზე გაიარა სასწავლო კომპონენტი ინგლისურ ენაზე, რომლის სწავლის შედეგები გადის შესაბამის/B2/C1 დონეზე: დ) წარმოადგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მას ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვს დამთავრებული წინა საფეხურის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში მისი ნიშნების საშუალო (GPA) არის სულ მცირე 75 (100-დან) ან 3 (4-დან).
დიახ, თავისუფლად შეუძლია დააფუძნოს და/ან გაწევრიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციაში თავისი ინტერესების შესაბამისად.
ხარისხის მართვის სამსახური პერიოდულად აკეთებს აკადემიური პერსონალის საქმიანობის შეფასებას, სადაც მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვს ყველა სტუდენტს.
სტუდენტმა შემდეგი თანმიმდევრობით უნდა განიხილოს მისთვის საინტერესო საკითხები. ჯერ უნდა მიმართოს სასწავლო პროცესის ადმინისტრატორს; შემდეგ პროგრამის ხელმძღვანელს ან სკოლის დეკანს.
ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე სწავლის საფასურის შესახებ, უნდა მიმართოთ უნივერსიტეტის კანცლერს.
თავდაპირველად, სასურველია ლექტორთან ერთად, განიხილოთ საგამოცდო ნამუშევარი და მიიღოთ უკუკავშირი. სტუდენტთა საინფორმაციო სისტემაში ნიშნების შეტანის შემდეგ, შეგიძლიათ გაასაჩივროთ საგამოცდო ნამუშევარი.
სტუდენტი ვალდებულია:
სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია:
გაითვალისწინეთ, სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის შემდეგ პირს უწყდება სტუდენტის სტატუსი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.
სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია:
დამატებითი სემეტრების განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამის დაუსრულებლობა
დიახ, შესაძლებელია. სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში.
სტუდენტმა, სასწავლო პროცესის დაწყებამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე, უნდა მიმართოს ფაკულტეტს სტუდენტის სტატუსის აღდგენის თხოვნით.
სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში, ფასდება სტუდენტის მიერ გავლილი და გასავლელი სასწავლო კომპონენტები. თუ სტუდენტის სტატუსის შეჩერების პერიოდში, საგანამანათლებლო პროგრამამ განიცადა ცვლილება, სტატუსის აღდგენის შემდეგ სტუდენტს შეიძლება ასაღები ჰქონდეს დამატებითი კომპონენტები.