...
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ხშირად დასმული კითხვები

რეგისტრაცია

პირველ კურსელებისათვის პირველ სემესტრში რეგისტრაცია არის ორ ეტაპიანი. სხვა დანარჩენ შემთხვევაში სტუდენტები  რეგისტრაციას გადიან ონლაინ.

არ სჭირდება. უნივერსიტეტში რეგისტრაციის დროს უნდა მოიტანოთ დედანი.

რეგისტრაციის დასრულებამდე უნდა მოხდეს პირველადი შენატანის დაფარვა.

გაცვლითი პროგრამები

IBSU-ს პარტნიორია 70-ზე მეტი უნივერსიტეტი მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად,
თითოეულ სტუდენტს შეუძლია მიიღოს უმაღლესი განათლება, როგორც ევროპის
მასშტაბით, ასევე აზიის წამყვან სახელმწიფოებში.

მაღალი აკადემიური მოსწრება და აქტიური სტუდენტური ცხოვრება.

მობილობა

მობილობის წესით გადმოსული სტუდენტის კრედიტების აღიარების მიზნით, სასწავლო პროცესის მართვის სამსახური, შესაბამის პროგრამის ხელმძღვანელთან კოორდინირებით ამზადებს შედარების აქტს და წარუდგენს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს განსახილველად. შედარების აქტის საბოლოო რედაქცია მტკიცდება ფაკულტეტის საბჭოს მიერ. უნივერსიტეტის მიერ აღიარებული კრედიტების შესახებ თანხმობა ან უარი წერილობითი ფორმით დასტურდება სტუდენტის მიერ, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ორგანიზებით.

დიახ, შესაძლებელია. საჭიროა წარმოადგინოთ შესაბამისი დოკუმენტაცია შიდა გრანტის მისაღებად.

მობილობის მსურველმა სტუდენტმა, მას შემდეგ რაც მიიღებენ დადასტურებას მობილობით გადმოსვლის შესახებ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში უნდა გადმოაგზავნოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განცხადება;
  • დოკუმენტ(ებ)ის ასლი/ასლები რომელიც არეგულირებს სტუდენტურ სტატუსს (მაგ. ჩარიცხვის/აღდგენის/სტატუსის შეჩერების/სტატუსის შეწყვეტის აქტი);
  • უნივერსიტეტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული ნიშნების ფურცელი (სასწავლო კომპონენტების კრედიტების რაოდენობისა და შეფასების მითითებით);
  • სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება ეროვნულ გამოცდებზე (თუ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ პერიოდში) /სამაგისტრო გამოცდაზე ჩაბარებული საგნების/ტესტის ტიპის შესაბამისობა მობილობით გადმოსასვლელ პროგრამასთან. თუ ეს შესაბამისობა არ დასტურდება, სტუდენტი მობილობაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
  • პირის საიდენტიფიკაციო ბარათის (ID) ასლი;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და/ან უმაღლესი განათლების წინა საფეხურის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ორი ფოტოსურათი (3X4), (ნაბეჭდი და ელექტრონულ მატარებელზე);
  • მამრობითი სქესის სტუდენტებისათვის: სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მობილობის წესით სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე ჩარიცხვის შემთხვევაში, კანდიდატის მიერ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პერიოდში არანაკლებ ხუთწლიანი პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომის წარმოდგენის შემთხვევაში, კანდიდატმა ასევე უნდა წარმოადგინოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული აღიარების დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დიპლომის შესაბამის საფეხურთან გათანაბრება.

შიდა მობილობის უფლებით სარგებლობისათვის  სტუდენტი ვალდებულია უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტს, IBSU-ს მიერ განსაზღვრულ ვადებში, წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  1. განცხადება (R3.F13);
  2. მობილობის განცხადების დაწერისას სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება ეროვნულ გამოცდებზე (თუ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ პერიოდში) /სამაგისტრო გამოცდაზე ჩაბარებული საგნების/ტესტის ტიპის შესაბამისობა მობილობით გადმოსასვლელ პროგრამასთან. თუ ეს შესაბამისობა არ დასტურდება, სტუდენტი მობილობაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში აუცილებელია წარმოადგინოთ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ვრცელდება სწავლის განსხვავებული საფასური. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია IBSU-ს ვებ-გვერდზე www.iro.ibsu.edu.ge ან უნდა დაუკავშირდეთ iro@ibsu.edu.ge  skharaishvili@ibsu.edu.ge

ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამიდან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის უფლებით სარგებლობისას, სტუდენტი ვალდებულია დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნის შესაბამისი დონე. ამ მიზნით შესაბამისი დონეებია:

  • ბაკალავრიატის პირველ სემესტრში ჩარიცხვის მიზნით, სტუდენტს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული უნდა ჰქონდეს სულ მცირე ქულათა ის რაოდენობა, რაც განსაზღვრულია მიმღები საგანმანათლებლო პროგრამისათვის შესაბამის სასწავლო წელს. (50%+1) ან (60%+1);
  • ბაკალავრიატის მეორე სემესტრში ჩარიცხულმა სტუდენტმა უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნის B1 დონე;
  • ბაკალავრიატის მე-3-მე-5 სემესტრებში ჩარიცხულმა სტუდენტმა უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნის B2 დონე.

რაც შეეხება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს. სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულმა სტუდენტმა უნდა დაადასტუროს  ინგლისური ენის ცოდნის B2 დონე, ხოლო სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხულმა სტუდენტმა პროგრამაზე დაშვების წინაპირობიდან გამომდინარე უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნის B2/C1 დონე.

მოთხოვნილი დონის დადასტურების მიზნით, სტუდენტმა შესაძლებელია:  წარმოადგინოს ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი ან ჩააბაროს IBSU-ს მიერ დანიშნული ინგლისური ენის გამოცდა ან წარმოადგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მან ამავე დონეზე გაიარა სასწავლო კომპონენტი ინგლისურ ენაზე, რომლის სწავლის შედეგები გადის B2/C1 დონეზე ანდა წარმოადგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მას ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვს დამთავრებული წინა საფეხურის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში მისი ნიშნების საშუალო (GPA) არის სულ მცირე 75 (100-დან) ან 3 (4-დან).

იმ შემთხვევაში თუ სტუდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება საგანმანათლებლო პროგრამით მოთხოვნილი ენის შესაბამისი დონე, სტუდენტმა უნდა გაიაროს ენის დონის განმსაზღვრელი ტესტირება. აღნიშნული ტესტირება ტარდება სტუდენტის მიერ მობილობისთვის განსაზღვრული დოკუმენტაციის  წარმოდგენის ვადებში, არაუგვიანეს კრედიტების აღიარება და ჩასარიცხ პირთა შესახებ შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფაკულტეტების გადაწყვეტილებებისა და დასკვნების მომზადებისათვის განსაზღვრული ვადის დასრულებამდე.

მოთხოვნილი დონის დადასტურების მიზნით, სტუდენტმა შესაძლებელია: ა) წარმოადგინოს ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი; ბ) საბაკალავრო საფეხურზე პირველ სემესტრში ჩარიცხვის მიზნით, სტუდენტს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული უნდა ჰქონდეს სულ მცირე ქულათა ის რაოდენობა, რაც განსაზღვრულია მიმღები საგანმანათლებლო პროგრამისათვის შესაბამის სასწავლო წელს. (50%+1) ან (60%+1) ინგლისური ფილოლოგიის პროგრამისთვის;  გ) წარმოადგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მან ამავე დონეზე გაიარა სასწავლო კომპონენტი ინგლისურ ენაზე, რომლის სწავლის შედეგები გადის შესაბამის/B2/C1 დონეზე: დ) წარმოადგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მას ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვს დამთავრებული წინა საფეხურის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში მისი ნიშნების საშუალო (GPA) არის სულ მცირე 75 (100-დან) ან 3 (4-დან).

სტუდენტის უფლებები

დიახ, თავისუფლად შეუძლია დააფუძნოს და/ან გაწევრიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციაში თავისი ინტერესების შესაბამისად.

ხარისხის მართვის სამსახური პერიოდულად აკეთებს აკადემიური პერსონალის საქმიანობის შეფასებას, სადაც მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვს ყველა სტუდენტს.

სტუდენტმა შემდეგი თანმიმდევრობით უნდა განიხილოს მისთვის საინტერესო საკითხები. ჯერ უნდა მიმართოს სასწავლო პროცესის ადმინისტრატორს; შემდეგ პროგრამის ხელმძღვანელს ან  სკოლის დეკანს.

ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე სწავლის საფასურის შესახებ, უნდა მიმართოთ უნივერსიტეტის კანცლერს.

თავდაპირველად, სასურველია ლექტორთან ერთად, განიხილოთ საგამოცდო ნამუშევარი და მიიღოთ უკუკავშირი. სტუდენტთა საინფორმაციო სისტემაში ნიშნების შეტანის შემდეგ, შეგიძლიათ გაასაჩივროსთსაგამოცდო ნამუშევარი.

სტუდენტის ვალდებულებები

სტუდენტი ვალდებულია:

  • ისწავლოს და განვითარდეს ინტელექტუალურად იმ შესაძლებლობის გამოყენებით, რომელსაც მას სთავაზობს უნივერსიტეტი პირადი ზრდის, განვითარებისა და წარმატებისათვის;
  • დაეუფლოს მის მიერ არჩეულ და სავალდებულო კომპონენტებს საგანმანთლებლო პროგრამისა და უნივერსიტეტის დებულებების მოთხოვნების შესაბამისად;
  • დაიცვას უნივერსიტეტის წესები. წესების არცოდნა არ წარმოადგენს სტუდენტის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს. ყველა სტუდენტი ვალდებულია გაეცნოს უნივერსიტეტის დებულებებს.
  • დაიცვას სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის ორმხრივი შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებები;
  • გაუფრთხილდეს და დაიცვას უნივერსიტეტის უძრავი და მოძრავი ქონება.
  • იმოქმედოს გარემოს დაცვითი, ეკოლოგიური, სანიტარული, სახანძრო უსაფრთხოებისა და სხვა ზოგადი წესების შესაბამისად.

სტუდენტის სტატუსი

სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია:

  • ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება;
  • ფინანსური დავალიანება;
  • აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობა (გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა);
  • ფინანსური რეგისტრაციის გაუვლელობა;
  • უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა (გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა);
  • პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე);
  • ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის არფლობა (თუ ასეთი დაზღვევის ფლობა მოთხოვნილია საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე აქტით).

გაითვალისწინეთ, სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის შემდეგ პირს უწყდება სტუდენტის სტატუსი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.

სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია:

  • აკადემიური ხარისხის მინიჭება;
  • სხვა უმაღლეს საგანამანთლებლო დაწესებულებაში გადასვლა;
  • სულ მცირე ორ  სავალდებულო სასწავლო კომპონენტში სამჯერ ჩაჭრა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტუდენტი ისარგებლებს შიდა მობილობის უფლებით სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე, სადაც ჩაჭრილი სასწავლო კომპონენტი არ არის სავალდებულო სტატუსის მქონე კურსი);
  • უნივერსიტეტის დისციპლინარული ნორმების დარღვევა, რომლებიც ,,სტუდენტთა დისციპლინარული პასუხისმგებლობის მარეგულირებელი წესის“ (R7) შესაბამისად ითვალისწინებს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტას;
  • ხუთი წლის განმავლობაში სტუდენტის სტატუსის შეჩერება;
  • პირადი განცხადება;
  • გარდაცვალება;

დამატებითი სემეტრების განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამის დაუსრულებლობა

დიახ, შესაძლებელია.  სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში.

სტუდენტმა, სასწავლო პროცესის დაწყებამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე, უნდა მიმართოს ფაკულტეტს სტუდენტის სტატუსის აღდგენის თხოვნით.

სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში, ფასდება სტუდენტის მიერ გავლილი და გასავლელი სასწავლო კომპონენტები. თუ სტუდენტის სტატუსის შეჩერების პერიოდში, საგანამანათლებლო პროგრამამ განიცადა ცვლილება, სტატუსის აღდგენის შემდეგ სტუდენტს შეიძლება ასაღები ჰქონდეს დამატებითი კომპონენტები.

Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.