[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

ვარდების ბაღში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაგისტრების გამოსაშვები საღამო გაიმართა.

27.10.2015

საგანგებოდ შეკერილ მანტიებში გამოწყობილ 150-მდე მაგისტრს სწავლის დამთავრება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. დოქტ. ილიას ჩილოღლუმ მიულოცა, მათ კარიერულ გზაზე წარმატებები უსურვა და აღნიშნა რომ მოხარული იქნება თუ ისინი მომავალს კვლავ IBSU-ს დაუკავშირებენ.

მაგისტრანტების სახელით წელს სიტყვით რამდენიმე წარმატებული კურსდამთავრებული წარსდგა, რომელთაც მადლობა გადაუხადეს პროფესორ-მასწავლებლებს. ღონისძიებაზე გამოვლინდა წლის საუკეთესო ლექტორიც, ეს წოდება ირაკლი ღვთისიაშვილს ხვდა წილად.

საღამოს არაფორმალურ ნაწილში მაგისტრანტებისა და სტუმრების წინაშე ბენდი "ვინილი" წარსდგა.