შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საზეიმოდ აღინიშნა კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საზეიმოდ აღინიშნა კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საზეიმოდ აღინიშნა კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო.

ღონისძიებაზე, საზეიმო ვითარებაში, 2022 წლის საბაკალავრო პროგრამებისა და 2020, 2021 და 2022 წლის სამაგისტრო სკოლის კურსდამთავრებულებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები.

კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა, დოქტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა. მან მიულოცა კურსდამთავრებულებსა და მათ მშობლებს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის წარმატებით დასრულება. რექტორმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში კურსდამთავრებულებსა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

ღონისძიების სტუმრებს მიესალმნენ უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანებიც და სამახსოვრო სიგელით პირადად დააჯილდოვეს ფაკულტეტის ყველაზე მაღალი GPA-ს მქონე კურსდამთავრებული. წარჩინებული კურსდამთავრებულები არიან:

  • ავთანდილ ზარნაძე – სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი;
  • ანზორ ვეშაპიძე – ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი;
  • თამთა ქიმბარიშვილი – სამართლის ფაკულტეტი.

კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ საღამოს არ ჩაუვლია ერთობლივი ფოტოსესიისა და ტორტის საზეიმოდ გაჭრის ცერემონიალის გარეშე.

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ბენდი Seenთეზი.