[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

IBSU-ს დოქტორი ნიკოლოზ ფარჯანაძე აშშ-ში პროფესიული ვიზიტით იმყოფებოდა

25.03.2019

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფ. დოქტ. ნიკოლოზ ფარჯანაძემ მონაწილეობა მიიღო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამაში ინგლისური ენის პროფესიონალებისათვის.

პროექტი განხორციელდა პროგრამა ,,ინგლისური ენის პროფესიონალის’’ (English Language Fellow) 50 წლის იუბილეს აღსანიშნად. პროგრამის მიზანი იყო საერთაშორისო მასშტაბით ინგლისური ენის პროგრამების ადმინისტრატორების ხელშეწყობა, ადგილობრივ კონტექსტში ახალი მიმართულებების ინიცირება და პროექტების განხორციელება ინგლისური ენის სწავლა-სწავლების ხელშეწყობის კუთხით; ასევე, პროგრამის მიზანი იყო, დახმარებოდა პროგრამის მონაწილეებს პროფესიულ განვითარებასა და ამერიკული კულტურისა და ტრადიციების შესახებ თავიანთი ცოდნის გაღრმავებაში.

პროგრამა საკმაოდ ინტენსიური იყო. მონაწილეებმა ერთი კვირა გაატარეს ლინკოლნ ნებრასკაში და ჰქონდათ შეხვედრები ნებრასკას უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან; მეორე კვირა მთლიანად დაეთმო 2019 წლის ინგლისური ენის (TESOL) საერთაშორისო კონფერენციას.

www.edu.aris.ge