ეგვიპტის ელჩი IBSU-ში
25.05.2016შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდა ეგვიპტის ელჩი საქართველოსა და სომხეთში ტარეკ მაატი. როგორც საუბრისას ელჩმა აღნიშნა, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რათა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდეს. ამის ერთ-ერთი წინაპირობა კი საგანმანათლებლო საქმიანობაა.
აღსანიშნავია, რომ დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ეგვიტეს შორის 1992 წელს დამყარდა და მას შემდეგ ორი ქვეყანა წარმატებით თანამშრომლობს.