[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

IBSU-ს ჯგუფის ვიზიტი Bath Spa უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი)

12.07.2016

3-4 ივლისს, მაჰატმა ტემპუს (ერაზმუს +) პროექტის ფარგლებში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლები ბატ სპა უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი) პროექტის მმართველი საბჭოს სხდომას დაესწრნენ.

ვიზიტის დროს აღინიშნა, რომ პროექტის მონაწილე უნივერსიტეტები უკვე არიან განათლების საერთაშორისო ასოციაციის  (IntAE) წევრები და ასოციაცია იწვევს როგორც ინდივიდუალური, ისე ინსტიტუციური წვრობისთვის სხვა საგანმამანთლებლო ორგანიზაციებს და განათლების მუშაკებს. ასოციაციას ექნება თავისი განათლების ხარისხის საერთაშორისო ონლაინ ჟურნალი   (International Journal for Quality in Education), რომელიც გამოაქვეყნებს კვლევების შედეგებს განათლების დარგში, ინფორმაციას საუკეთესო საგანმანათლებლო პრაქტიკის შესახებ,  წიგნების მიმოხილვებსა და ა.შ. ჟურნალის პირველი ნომერი გამოვა 2016 წლის სექტემბერში. პროექტი, რომლის დახმარებითაც IBSU-მ გაიფართოვა საერთაშორისო კავშირები და გახსნა საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი ახალი სამაგისტრო პროგრამა თითქმის დასრულებულია. თუმცა, განათლების საერთაშორისო ასოციაციისა და განათლების ხარისხის საერთაშორისო ჟურნალის მეშვეობით პროექტს  გრძელვადიანი ეფექტი ექნება.